ფატუ ბენსუდა (ინგლ. Fatou Bensouda; დ. 31 იანვარი, 1961, ბანჯული, გამბია) — გამბიელი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი[1].

ფატუ ბენსუდა
ფატუ ბენსუდა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა15 ივნისი, 2012
წინამორბედილუის მორენო ოკამპო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 სექტემბერი, 2004 – 14 ივნისი, 2012
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეჯეიმზ კირკპატრიკ სტიუარტი

გამბიის გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1998 – 2000
წინამორბედიხავა სისაი-საბალი
მემკვიდრეპაპ ჩეიასინ სეკა

დაბადებული31 იანვარი, 1961 (1961-01-31) (63 წლის)
მოქალაქეობაგამბიის დროშა გამბია
განათლებანიგეერიის სამართლის სკოლა, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტი
პროფესიაიურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1986 წელს დაამთავრა ობაფემი ავოლოვოს სახელობის უნივერსიტეტი ნიგერიაში და მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი. ასევე სწავლობდა ნიგერიის სამართლის სკოლაში. 1991 წელს მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი მალტის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში[2].

1980-1997 წლებში მუშაობდა გამბიის სასამართლოში ადვოკატად. 1997-1998 წლებში გამბიის გენერალური სოლისიტორია, ხოლო 1998-2000 წლებში გამბიის გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი[3].

საერათაშორისო კარიერა

რედაქტირება

ფატუ ბენსუდას საერთაშორისო კარიერა დაიწყო რუანდის საკითხებში საერთაშორისო ტრიბუნალის დროს 2002 წელს. თავდაპირველად მუშაობდა კონსულტანტად იურიდიულ საკითხებში, შემდეგ ადვოკატად[3].

2004 წლის 8 აგვისტოს აირჩიეს საერთაშორისო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2012 წელს ლუის მორენო ოკამპოს გადადგომის შემდეგ კი დაიკავა გენერალური პროკურორის თანამდებობა[4][5][6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Международный уголовный суд получил нового прокурора. Судебно-юридическая газета (2012-06-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  2. Выборы заместителя Прокурора Международного уголовного суда. ICC/ASP/3/8 გვ. — С. 6-8 (6-10 сентября 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  3. 3.0 3.1 Mrs. Fatou Bensouda, ICC Prosecutor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  4. «Fatou Bensouda in Line to Become Next International Criminal Court Prosecutor», Coalition for the International Criminal Court. Пресс-релиз (2011-12-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  5. Gambia's Fatou Bensouda sworn in as ICC prosecutor. BBC News (2012-06-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 2013-04-26.
  6. Новым прокурором МУС станет представительница Гамбии. «Российская газета» — www.rg.ru (2011-21-02). ციტირების თარიღი: 2013-04-26.