ფატი თამლიანის დარბაზ-მაჩუბი

არქიტექტურული ძეგლი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფატი თამლიანის დარბაზ-მაჩუბიარქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში.

დარბაზ-მაჩუბი სამხრეთ-დასავლეთ განაპირას მდებარე უბან ქვემო ჩობანში, მჭიდროდ განლაგებულ ნაგებობათა კომპლექსის დასავლეთ კიდეში დგას. სახლი რომელიც გვიან პერიოდშია აგებული, ჩრდილოეთის ფასადით ნაწილობრივ მიდგმულია არსენა თამლიანის დარბაზ-მაჩუბზე, ხოლო ფატი თამლიანის დარბაზ-მაჩუბი მისგან სამხრეთ მხარეს არის წამროდგენილი. დარბაზ-მაჩუბი ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე და გადახურვისთვის ყავარია გამოყენებული. ამ მომენტში საფასადე ნალესობა მთლიანად ჩამორეცხილია. ის დასავლეთით დაქანებულ რელიფეზე დგას, ამიტომაც აღმოსავლეთის ფასადის პირველი სართული მიწით არის დაფარული და მხოლოდ მეორე სართულის დარბაზის ფასადს აღვიქვამთ, საიდანაც დარბაზის ინტერიერში ვხვდებით ხის მორებით აწყობილი პანდუსის მეშუეობით. ასევე აღმოსავლეთ ფასადზე ოთხკუთხა ფორმის სარკმელია გაჭრილი. დანარჩენი ფასადები - სამხრეთი და დასავლეთი სრულიად ყრუა, მხოლოდ ჩრდილოეთის ფასადზეა გაჭრილი კარი, რომლითაც მაჩუბში ვხვდებით. დარბაზ-მაჩუბის ფასადები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, ნალესობის ჩამორეცხვის გარდა ფასადებზე მხოლოდ მცირედი ზომის ქვის ჩამოშლის ადგილები შეინიშნება, ფატი თამლიანის დარბაზ-მაჩუბი საკამოდ თავშეკავებული და სადა ნაგებობაა, რომლის ფასადები მინიმალურად არის დანაწევრებული, მხოლოდ ინტერიერში შესასვლელ ორ კარს და ერთ სარკმელს ვხედავთ. ის გამოირჩევა ზომიერი პროპორციებით, მორგებულია რელიეფს და საკმაოდ ორგანულად ეწერება ქვემო ჩობანის საერთო განაშენიანებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 36127