ფარცხნალის წმინდა გიორგის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფარცხნალის წმინდა გიორგის ეკლესიაXIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში.

ფარცხნალის წმინდა გიორგის ეკლესია დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკაა. იგი ნაგებია ერთი ზომის კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით. კუთხის ქვები ოდნავ ამოწეულია კედლების სიბრტყიდან. ხსნარად გამოყენებულია კირის დუღაბი. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, აღმოსავლეთით სამი ნახევარწრიული შვერილით. შიდა სივრცე ორი წყვილი კვადრატის ფორმის სვეტებით სამ ნაწილად არის გაყოფილი და სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელიც მოქცეულია ორფერდა გადახურვაში. ცენტრალური ნავი მაღალი და ფართოა გვერდითა ნავებთან შედარებით, რომელიც ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება, გვერდითა ნავების აღმოსავლეთი ნაწილი ასევე ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება, რომელთა წინ აღმართულია ხის კანკელი, რომელზეც წმინდანებია გამოსახული. ნავების გამყოფ სვეტებზე გადადის მასიური თაღები, რომელიც დასავლეთით პილასტრებს ეყრდნობა, აღმოსავლეთით კრონშტაინებს. დასავლეთ კედელზე მიდგმულია კიბე რომლითაც სარკმლიდან შევდივართ, ასევე დასავლეთ კედელზე მოდგმულ ორსართულიან სამრეკლოს მეორე სართულზე. ინტერიერი მთლიანად შეთეთრებულია, იატაკი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს, ისინი არქიტრაულია, გარედან შიგნით თაღოვანი, სამივე შესასვლელის წირთხლები სადად მოპირკეთებულია. სამხრეთის შესასვლელის თავზე არის დეკორი, მას ზემოთ პროფილირებული მოკლე კარნიზი გაუყვება, რომელზეც წრეში ჩაწერილი ჯვარია აღმართული. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის სამი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ორ-ორი და დასავლეთის ერთი სარკმლით. კარნიზი სადად პროფილირებულია. ეკლესია გადახურულია თუნუქით. ეკლესიის დასავლეთიდან მიდგმულია მარტივი ფორმის, ყველა მხრიდან გახსნილი სამრეკლო. ეკლესიისს სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე მეტრში დგას გალაქტიონ ტაბიძის მიერ 1910 წელს დარგული ცაცხვის ხე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16346