ფარსმის წმინდა გიორგის ხატი

ფარსმის წმინდა გიორგის ხატი — კომპლექსი, სალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას ნასოფლარ ფარსმას აღმოსავლეთით, გორაკის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ხატს საზეიმო-საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. ხატობა 29 ივლისს (ძველი სტილით) იმართებოდა.

ციხე-სახლი (4,15 X 4,3 მ, სიმაღლე 6,5 მ) ორსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა. პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწის დონიდან 1,9 მეტრზე. ამ სართულზე დასავლეთ კედელში სათოფურია, აღმოსავლეთ კედელში - ნიში. მეორე სართულზე, ოთხსავე კედელში, თითო სათოფურია. სამხრეთ კედელში - ერთი სარკმელი. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების ბუდეები). სახლი გადახურულია ფიქლის ფილებით. სახურავი ცალფერდაა.

ლიტერატურა

რედაქტირება