ფარსმის ციხე-სახლი
ფარსმის ციხე-სახლი — ციხე-სახლი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ფარსმაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სახლი (6,4 X 6,35 მ, სიმაღლე 7,2 მ) სამსართულიანია, ნაგებია ფიქლით. სახლის ყოველ სართულს თითო დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. სართულები ერთმანეთთან საძრომი ხვრელებითაა დაკავშირებული.
I სართულის დასავლეთ კედლის გასწვრივ საქონლის ბაგაა. II სართულზე სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია, შუაში - ფიქალი ქვის კერა. კერასთან ორი ზურგიანი სკამი დგას, ჩრდილოეთ კედელთან - გრძელი კიდობანი, ხოლო დასავლეთ კედლის გასწვრივ - კიდობანი და რამდენიმე ხის კასრი. III სართულზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი, ხოლო ჩრდილოეთისაში ერთი სათოფურია. ამ სართულზე სამხრეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში დიდი, სწორკუთხა ღიობია (2,25 X 1,85 მ).
სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. იატაკი მიწისაა. სახლს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 139-140.