ფარიხან სოფიევა
ფარიხან (ფარი ხანუმ) სოფიევა (აზერ. Pərixan Sofiyeva; დ. 1884, ყარაჯალარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1953, ყარაჯალარი, საქართველოს სსრ, სსრკ) — თბილისის მაზრის ერობის წევრი ყარაჯალარიდან, პირველი არჩეული მუსლიმი ქალი დეპუტატი მსოფლიოში.[1][2]
ფარიხან სოფიევა | |
ფარიხან სოფიევა, 1910-იანი წლების სურათი | |
თბილისის მაზრის ერობის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1918 – 25 თებერვალი, 1921 | |
დაბადებული | 1884 ყარაჯალარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 1953 ყარაჯალარი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საარჩევნი ოლქი | ყარაჯალარი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია → საქართველოს დრ → სსრკ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
საქმიანობა | აქტივისტი, დეპუტატი |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფარიხან სოფიევა 1884 წელს, საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალარში დაიბადა. მეფის რუსეთის დროს დიდი პოპულარობით გამოჩენილი სოფიევა, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, თავის მშობლიურ რეგიონში დაამარცხა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის კანდიდატი და გახდა ეროვნული კრების დამოუკიდებელი წევრი. მიუხედავად იმისა, რომ სოფიევა აქტიური პერსონა იყო და დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა, მასზე ძალიან მცირე ინფორმაცია მოეპოვება.[3]
ადრეული წლები
რედაქტირებაფარიხან სოფიევა, 9 შვილიან ოჯახში ერთადერთი გოგო იყო. მეფის რუსეთის დროს, სოფიევა თავისი ძმების ხელმძღვანელი იყო, რითაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბანკიდან აღებული სესხით, სოფელში ობოლ ბავშვთა სახლი გახსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში აირჩიეს.[4]
თბილისის მაზრის ერობის წევრი
რედაქტირებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ წარმოებული კვლევის დროს, ისტორიკოსი აკაკი ხვადაგიანი ტიფლისის გუბერნიიდან არჩეულ დეპუტატთა სიაში აღმოაჩინა მუსლიმი ქალის გვარი. იგივე გვარი აღმოაჩინა ხვადაგიანმა სოციალისტ-ფედერალისტთა ოფიციალურ გაზეთში.[5] ასე გახდა ცნობილი ისტორიისთვის პირველი ქალი დეპუტატი მუსლიმური სამყაროდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში გარდამავალმა ხელისუფლებამ ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმა დაიწყო, რომელიც მიმდინარეობდა მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხოლო საქართველოში რეალური ვითარება არ შეიცვალა იქამდე, სანამ ქვეყანა დამოუკიდებლობა არ გამოაცხადა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველომ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამის შედეგად ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ამ დროს, ტიფლისის გუბერნიის ყარაჯალარის ოლქიდან, ფარიხან სოფიევა ყველა დანარჩენ კანდიდატს აჯობა და არჩევნები მოიგო. ცნობილია, რომ ერობის წევრობისას მან მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგურის აშენებას მიაღწია.
საბჭოთა პერიოდი
რედაქტირება1921 წელს, საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად, ეროვნული კრების წევრების ქონება დაყადაღდა. ფარი ხანუმის ახლობლების ინფორმაციით, მას საბჭოთა კავშირი და საბჭოთა სისტემა ეზიზღებოდა. სტალინის რეპრესიების დროს, სოფიევას 8 ძმიდან 5 დახვრიტეს და საერთო საფლავში დამარხეს. მათი გვამები დღემდე არ არის ნაპოვნი.[6]
გარდაცვალება
რედაქტირება1953 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი ერთ-ერთი ძმიშვილი დააკავეს.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მსოფლიოს პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი საქართველოდან — რუსთავი 2 სიუჟეტი.
- ფარიხან სოფიევა და პირველი რესპუბლიკა - ინდიგოს პოდკასტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The World's First Democratically Elected Muslim Woman was from Azerbaijani Village of Georgia
- ↑ The world's first democratically elected Muslim woman was from Georgia
- ↑ 3.0 3.1 აკაკი ხვადაგიანი. ყარაჯალარის დედა – ფარი ხანუმ სოფიევა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-01. ციტირების თარიღი: 2018-04-10.
- ↑ Peri-Khanım Sofieva
- ↑ The World's First Democratically Elected Muslim Woman Was from Georgia
- ↑ The World's First Democratically Elected Muslim Woman Was from Georgia