ფარიდ სალმან ოღლუ მანსუროვი (აზერ. Fərid Salman oğlu Mansurov; დ. 10 მაისი, 1982, დმანისი, საქართველოს სსრ) — აზერბაიჯანელი ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, სპორტის ოსტატი, ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 66 კილოგრამის წონით კატეგორიაში. 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა აზერბაიჯანის გუნდის მედროშედ.[1] 2009 წელს, დანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ადგილი დაიკავა. 2010–2011 წლებში იყო აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ფარიდ მანსუროვი

ფარიდ მანსუროვი 2013 წელს
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Fərid Salman oğlu Mansurov
სრული სახელი ფარიდ სალმან ოღლუ მანსუროვი
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1982 (1982-05-10) (42 წლის)
დაბ. ადგილი დმანისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 174 სმ
წონა 66 კგ
სპორტი
ქვეყანა აზერბაიჯანი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მწვრთნელი ალიკული გასანოვი
მედლები
მედლები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ათენი 2004 66 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი თეირანი 2002 66 კგ
ოქრო ბაქო 2007 66 კგ
ოქრო ჰერნინგი 2009

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფარიდ სალმან ოღლუ მანსუროვი 1982 წლის 10 მაისში საქართველოს სსრ დმანისის რაიონში დაიბადა. 1984 წელს ოჯახთან ერთად ბაქოში გადავიდა. სიმაღლე 174 სმ, წონა 66 კგ. 1992 წლიდან მისი მწვრთნელის ალიგულუ ჰასანოვის ხელმძღვანელობით კლუბში „ნეფტჩი“ იწყებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიშს და სპორტული კარიერის დასრულებამდე ამ კლუბის ღირსებას იცავდა. მისი პირველი დიდი მიღწევა 1997 წელს იუნიორთა შორის ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილის დაკავება იყო.

2000 წელს აზერბაიჯანში ჭიდაობაში გამართულ ჩემპიონატში ფარიდ მანსუროვმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ერთი წლის შემდეგ უზბეკეთში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში პირველი ადგილი აიღო. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ფარიდი თავისი მწვრთნელის, ელჩინ ჯაფაროვის ხელმძღვანელობით, 2002 წელს ჭიდაობაში უფროსი ასაკის წარმომადგენლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატისათვის იწყებს მზადებას და მეორე საპრიზო ადგილს იკავებს. 2003 წელს

გრან-პრის ტურნირში 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღების ლიცენზიას იგებს თავის წონით კატეგორიაში (66 კგ), ათენში პირველი ადგილს იკავებს და ოლიმპიური ჩემპიონი ხდება. ათენის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ფარიდ მანსუროვი აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ, ასევე გაზეთ „ჩემპიონმა“ 2004 წლის ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

2004 წლის ოლიმპიადის შემდეგ ზურგის მძიმე ტრავმა მიიღო და 3 წლის განმავლობაში ვეღარ შეძლო ვარჯიშის გაგრძელება. თუმცა, 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონატის წინ სპორტს უბრუნდება და იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონი ხდება ჭიდაობაში და ლიცენზიას ღებულობს პეკინის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად. 2007 წელს ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, მეორედ ღებულობს აზერბაიჯანის საუკეთესო სპორტსმენის წოდებას.[2] ფარიდ მანსუროვი ასევე შედის ორგკომიტეტის შემადგენლობაში ბაქოში ოლიმპიადა-2016-ის ჩატარების მხარდასაჭერად.[3]2009 წელს დანიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფარიდი პირველ ადგილს იკავებს. 2010 წლიდან კი იგი აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხდება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

2016 წლის 6 სექტემბერს აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს სპორტული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ინიშნება.[4]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2004 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით აზერბაიჯანული სპორტის განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისათვის, XVIII საზაფხულო ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მიღწევებისათვის, მანსუროვი ფარიდ სალმან-ოღლი დაჯილდოებულ იქნა „დიდების“ ორდენით.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება