ფარეშთუხუცესი
ფარეშთუხუცესი მსახურთუხუცესის უწყებაში შემავალი სახელო ოყო. ხელმწიფის კარის გარიგებაში ვკითხულობთ:
„მსახურთუხუცესი ვეზირია და მისი ჴელისა არის: სალარო, საწოლი, მესაწოლეთ-უხუცესი, მოლარეთ-უხუცესი, ფარეშთ-უხუცესი, ციცხვთ-უხუცესი, მეხილეთ-უხუცესი.[1]“
|
ფარეშთუხუცესისა და ფარეშთა საქმე იყო ყოველგვარი საფენის დაფენა, ოთახების ნოხებითა და სხვადასხვა მანდილებით მოკაზმვა. დილით, როდესაც მეფე საწოლიდან გამობრძანდებოდა, ფარეშთუხუცესი და ფარეშები ეხმარებოდნენ მას[2].
ფარეშთუხუცესი უფროსი ხელმძღვანელი იყო დარბაზისა და სხვა სადგომებისა მოკაზმვის დროს, იგი აფენინებდა ნოხებსა და საფენებს და ამკობინებდა ოთახებს. ზოგჯერ თვითონაც აკეთებდა საფარეშო საქმეს. მაგალითად, პურობის დროს, როდესაც დარბაზობა იყო, „ცოცხს ფარეშთ-უხუცესი აიღებს“ და „პურობის უკანით ნოხსა გადმოგჳს მეფის წინაშე“[2].
ფარეშთუხუცესის გამგებლობაში შედიოდა საფარეშოები და ფარეშები. საფარეშოები შინაური მეურნეობისთვის განკუთვნილი დაწესებულება და საწყობი იყო. სანთლისა და შანდლებისთვის ცალკე საფარეშო იყო. კიდევ არსებობდა სამკერვალო საფარეშო, სამრეცხაო საფარეშო და სხვ[3].
ლიტერატურა
რედაქტირება- ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ VI, თბ., 1982
- ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2009