ფარამონდი (დ. 370 — გ. 430) — ფრანკთა ლეგენდარული წინაპარი და მეფე მეროვინგების დინასტიიდან 410–426 წლებში. „ფრანკთა ისტორიის წიგნის“ უცნობი ავტორის (VIII საუკუნე) მიხედვით იგი არის მარკომარის შვილი და ხლოდიოს მამა. დიდი ხნის განმავლობაში იგი ითვლებოდა ფრანკების პირველ მეფედ, ამჟამად იგი მიჩნეულია ლეგენდარულ პიროვნებად.

ფარამონდი

მიზეზი შემდეგში იყო: „ფრანკთა ისტორიის წიგნის“ ავტორმა მოგვითხრო გრიგოლ ტურელის პირველი ექვსი წიგნი, იქვე დასძინა 21 ახალი ფაქტი, მათ შორის, ფარამონდის სახელი. მაგრამ მან არ იცოდა V საუკუნის ისტორია, რადგან იგი იყენებდა ერთადერთ წყაროს – გრიგოლ ტურელის ქრონიკას. ასე რომ, სრულიად საეჭვოა, აღნიშნული ქრონისტიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ მას აღმოეჩინა მეროვინგების დინასტიის წინაპარი, მაშინ როდესაც ეს ვერ შეძლო თავად გრიგოლ ტურელმა.

თუმცა ისტორიული პიროვნება სახელად ფარამონდი არსებობს. მას მოიხსენიებს გრიგოლ ტურელი. იგი დაიბადა დაახლოებით 550 წელს პარიზთან ახლოს და იყო პარიზელი მღვდელი, პარიზის ეპისკოპოსის (571-591წლებში) რეგნემონდის ძმა. რეგნემონდს უნდოდა ფარამონდი გამხდარიყო მისი მემკვიდრე, მაგრამ 591 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ეპისკოპოსის ტახტი დაიკავა მდიდარმა სირიელმა ვაჭარმა სახელად ევსევიმ. ფარამონდი დაიღუპა 600-610 წლებს შორის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება