მარკომირი
მარკომირი (ლათ. Marcomer) — ფრანკთა ბელადი, რომელიც ცხოვრობდა IV საუკუნეში. საფრანგეთის ისტორიის თანახმად, ის იყო პრიამას შვილი და ფარამონდის მამა.
გრიგოლ ტურელის ნამუშევრების თანახმად, 388 წელს ფრანგებმა მარკომირის, გენობავდისა და სუნომის მეთაურობით გადალახეს რომის იმპერიის საზღვარი. ისინი გაემართნენ რომაულ გერმანიაში, მათ გზად ამოხოცეს უამრავი ადამიანი, კელის მაცხოვრებლები დაშინებულები იყვნენ. როდესაც ყველაფერი გახდა ცნობილი ტრირში, მაგნუს მაქსიმუსმა ეს საქმე მიაბარა სარდლებს ნანინს და კვინტინს, რომლებსაც ევალებოდათ მაგნუს მაქსიმუსის არასრულწლოვანი შვილის და გალიის დაცვა, მათ შეკრიბეს ჯარი გაემგზავრნენ კელში, მისვლისას ქალაქი უკვე დახვდათ გაქურდული და დანგრეული, ამასთანავე ფრანგებმა მოასწრეს მდინარე რაინზე გამგზავრება. მათ მცირეოდენი ჯარი დატოვეს გალიაში, რომელსაც რომაელები ადვილად გაუსწორდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Григорий Турский. История франков = Historia Francorum. — М.: Наука, 1987. — 464 с.