ივანე ფალიაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ფალიაშვილი, ივანე)

ივანე პეტრეს ძე ფალიაშვილი (დ. 1 ოქტომბერი, 1868, ქუთაისი ― გ. 7 მარტი, 1934, თბილისი) — ქართველი დირიჟორი, პიანისტი, ორგანისტი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1924).

ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის პირველი შესრულება საქართველოში. დირიჟორი - ივანე ფალიაშვილი (1927 წ. 4 აპრილი)

ერთხანს ორგანისტად მუშაობდა თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში. 1888 წლიდან თავის ძმასთან, ზაქარია ფალიაშვილთან ერთად მღეროდა ვლადიმერ აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში. სადირიჟირო მოღვაწეობა დაიწყო ქართული თეატრის საოპერო დასში. 1892 წელს მიწვეულ იქნა თბილისის „სამუსიკო წრის“ დირიჟორად (აქ მის სპექტაკლებში მონაწილეობდა თედორე შალიაპინი). 1893-1922 მუშაობდა აგრეთვე უკრაიინისა და რუსეთის საოპერო თეატრებში და ანტრეპრიზებში დირიჟორად ქორმაისტერად.

1922-1934 წლებში მუშაობდა თბილისის საოპერო თეატრის მთავარ დირიჟორად. იყო „ახალგაზრდა ქართვერლ მუსიკოსთა საზოგადოების“ სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი დამაარსებელი (1923-1928). ფალიაშვილის რეპერტუარში შედიოდა ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა 80-ზე მეტი ოპერა. დირიჟორობდა სიმფონიურ კონცერტებს. მისი დირიჟორობით თბილისში პირველად აჟღერდა ბეთჰოვენის IX სიმფონია. ფალიაშვილის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი ოსტატობით, ემოციურობით.

ლიტერატურა

რედაქტირება