ფაიზულა ხოჯაევი (უზბეკ. Fayzulla Ubaydulloyevich Xo‘jayev დ. 1896 — გ. 13 მარტი, 1938) — უზბეკი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რევოლუციონერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1917 წელს იყო ტაშკენტში გამომავალ გაზეთ „უჩკუნის“ რედაქტორი. 1920 წლიდან ალიანსში შედის ბოლშევიკებთან, ხდება რკპ(ბ) პარტიის წევრი და ბუხარის რევკომის თავმჯდომარე. 1920-24 წლებში იყო ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 1922 წლიდან იყო საკავშირო კომუნისტური პარტიის შუა აზიის ბიუროს წევრი. 1925 წლიდან ხდება უზბეკეთის სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1937 წელს უზბეკეთის სსრ კომპარტიის მე-7 ყრილობაზე გადააყენეს ყველა სახელმწიფო და პარტიული თანამდებობიდან და გარიცხეს პარტიიდან. იმავე წლის 9 ივლისს დააპატიმრეს და მოსკოვის მესამე პროცესზე გაასამართლეს ტროცკისტული ჯგუფის წევრობის, შეთქმულების მოწყობის და გერმანიის, იაპონიის, აშშ-სა და პოლონეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. მასთან ერთად გაასამართლეს ნიკოლაი ბუხარინი, ალექსეი რიკოვი, ჰენრიხ იაგოდა, ნიკოლაი კრესტინსკი. დახვრიტეს 1938 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: