ნიკოლაი კრესტინსკი
ნიკოლაი ნიკოლაევიჩ კრესტინსკი, (რუს. Никола́й Никола́евич Крести́нский დ. 1883 — გ. 15 მარტი, 1938) — რუსი საბჭოთა პოლიტიკოსი და პარტიული მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1901 წელს დაასრულა ვილენსკის გიმნაზია, ხოლო 1907 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1903 წლიდან იყო რსდმპ წევრი, 1905 წლიდან ბოლშევიკი. 1906 წლიდან იყო რსდმპ(ბ) ჩრდილო-დასავლეთის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს რსდმპ(ბ) ეკატერინბურგის საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარედ. ოპოზიციაში ჩაუდგა პარტიის მემარჯვენე კურსს, რომელსაც წარმოადგენდნენ ლევ კამენევი და სტალინი. 1918-21 რსფსრ ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობა. 1919 წელს არჩეულ იქნა პარტიის პირველი პოლიტბიუროს შემადგენლობაში, ამავდროულად იყო ცეკას ორგბიუროს წევრი და გენერალური მდივანი. პარტიაში მხარს უჭერდა ლევ ტროცკის კურსს. პარტიის მეათე ყრილობაზე გაათავისუფლეს გენერალური მდივნის თანამდებობიდან, რომელიც ჯერ მოლოტოვმა, შემდეგ კი სტალინმა დაიკავა. 1921 წლის ოქტომბრიდან იყო რსფსრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში. 1930-37 წლებში იყო საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1937 წლის მარტ-მაისში ეკავა იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილის თანამდებობა. 1937 წელს დააპატიმრეს „ანტისაბჭოთა მემარჯვენე ტროცკისტული ბლოკის“ წევრობის ბრალდებით. 1938 წლის 12 მარტს მიესაჯა დახვრეტა.