ფადეი სარქისიანი
ფადეი ტაჭატის ძე სარქისიანი (სომხ. Ֆադեյ Սարգսյան; დ. 18 სექტემბერი, 1923, ერევანი — გ. 11 იანვარი, 2010) — სომეხი სახელმწიფო მოღვაწე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975). სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1977), საინჟინრო ჯარების გენერალ-მაიორი. სსკპ წევრი 1945 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირება1946 წელს დაამთავრა ს. ბუდიონის სახელობის ლენინგრადის კავშირგაბმულობის სამხედრო აკადემია. 1946-1963 წლებში მუშაობდა სსრკ თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ სამუშაოზე. 1963-1977 წლებში მათემათიკის მანქანების ერევნის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი, შემდეგ დირექტორი. 1977 წლის იანვრიდან სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971, 1981), უკრაინის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979). სსრკ VI-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სკკპ ცკ-ის სარევიზიო კომისიის წევრი 1981 წლიდან.დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, აგრეთვე მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 110.