იოჰან ერნსტ ფაბრი
იოჰან ერნსტ ფაბრი (გერმ. Johann Ernst Fabri; დ. 16 ივლისი, 1755 — გ. 30 მაისი, 1825) — გერმანელი გეოგრაფი და სტატისტიკოსი.
იოჰან ერნსტ ფაბრი | |
---|---|
გერმ. Johann Ernst Fabri | |
დაბ. თარიღი | 16 ივლისი, 1755 |
დაბ. ადგილი | ოლესნიცა |
გარდ. თარიღი | 30 მაისი, 1825 (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ერლანგენი |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | გეოგრაფი, სტატისტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი |
მუშაობის ადგილი | ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი |
იოჰან ფაბრი დაიბადა სილეზიაში. 1776 წელს დაიწყო ჰალეს უნივერსიტეტში თეოლოგიის შესწავლა, თუმცა მოგვიანებით მის ინტერესთა სფეროში მოექცა გეოგრაფია და ისტორია. შემდგომ იგი მუშაობდა პრივატ-დოცენტად გეტინგენის უნივერსიტეტში, სადაც იმყოფებოდა ცნობილი მეცნიერების გავლენის ქვეშ, რომელთა შორის იყვნენ იოჰან კრისტოფ გატერერი, ავგუსტ ლუდვიგ შლეცერი, იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი.
1786 წელს გადავიდა იენაში, როგორც გეოგრაფიისა და სტატისტიკის ადიუნქტ-პროფესორი, ხოლო 1794 წელს გახდა ერლანგენის უნივერსიტეტის პროფესორი. დიდი ხნის განმავლობაში ფაბრი ლექციების კითხვისას არ იღებდა ანაზღაურებას, მხოლოდ 1815 წლიდან დაენიშნა მას ფიქსირებული ხელფასი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (გერმანული) მოკლე ბიოგრაფია
- (გერმანული) ინფორმაცია ოჯახის შესახებ დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine.
- (გერმანული) გეოგრაფიის მოკლე აღწერა