იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი

ბლუმენბახი, იოჰან ფრიდრიხ (დ. 11 მაისი, 1752, გოთა, გერმანია — გ. 22 იანვარი, 1840, გეტინგენი, გერმანია) — გერმანელი ფიზიოლოგი, ანატომი, ანთროპოლიგი, ზოოლოგი, მედიცინოს დოქტორი და პროფესორი.

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი
გერმ. Johann Friedrich Blumenbach
დაბ. თარიღი 11 მაისი, 1752(1752-05-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი გოთა[11] [7]
გარდ. თარიღი 22 იანვარი, 1840(1840-01-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] (87 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი[11] [7]
დასაფლავებულია ალბანიფრიდჰოფი
მოქალაქეობა საქსენ-გოთა-ალტენბურგი
Duchy of Saxe-Coburg and Gotha
საქმიანობა ანატომი, ანთროპოლოგი[1] [12] , პალეონტოლოგი, ზოოლოგი, ექიმი[12] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიოლოგი, კურატორი[12] და ბიოლოგი[12]
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი[12]
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი[12] , იენის უნივერსიტეტი[12] და Ernestinum Gotha
განთქმული მოსწავლეები Carl Friedrich Kielmeyer და Johann Michael Ackner
მამა Heinrich Blumenbach
შვილ(ებ)ი Georg Heinrich Wilhelm Blumenbach
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[13] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[14]

ბავშვობა და განათლება

რედაქტირება

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი დაიბადა 1752 წლის 11 მაისს ტიურინგიაში მდებარე ძველ ქალაქ გოთაში.

ის სწავლობდა იენაში 1776 წლიდან ის იყო მედიცინის პროფესორი და გეტინგენის საბუნებისმეტყველო-ისტორიული კაბინეტის წამყვანი ხელმძღვანელი. ბლუმენბახი მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავდა მსმენელს თავისი მძლავრი სიტყვით, ამის გამო მას თანამედროვენი დიდ პატივს მიაგებდნენ. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ანატომიის მეცნიერების განვითარებაში როგორც ზეპირი სწავლებებით, ისე თავისი წიგნით - «Handb. der vergleichenden Anatomie und Physiologie», რომელიც ევროპის ყველა ენაზე ითარგმნა. მისი ყველაზე საყვარელი სასწავლო საგანი იყო ადამიანის ბუნებრივი ისტორია. მან პირველმა დაჰყო კაცობრიობა რასებად, რომელიც მეცნიერებაში გაბატონებულია თითქმის უკანასკნელ დრომდე. საყოველთაოდ ცნობილია მისი თავის ქალების კოლექცია. «Collectionis craniorum diversarum gentium decades VII» (Гетт., 1790—1820) და «Nova pentas collectionis suae craniorum» (1828, ხელახლა გადამუშავებული 1873წ. იგერინგის მიერ), რომელსაც ეყრდნობა კრანიოლოგიის მტკიცე საფუძველი.

როგორც ფიზიოლოგმა მან გააცნობიერა ყველა ორგანოს თანდაყოლილი სურვილი — მიიღონ გარკვეული ფორმა, შეინარჩუნონ ეს ფორმა საკვების დახმარებით და აღადგინონ დაზიანების შემთხვევაში. ზოგადად, იგი განასხვავებდა სიცოცხლის 5 საწყისს: მგრძობიარობას, გაღიზიანებას, თავად სიცოცხლისუნარიანობას და ზემოთ აღწერილ ინსტიქტს, რომელთა წარმოქმნა დამოკიდებულია არა მხოლოდ კვებასა და ზრდაზე, არამედ განაყოფიერებაზე.

ის 60 წლის ასაკშიც კი აგრძელებდა თავის აკადემიურ მოღვაწეობას, რომელიც მხოლოდ მაშინ მიატოვა, როცა ფიზიკურმა ძალებმა სრულიად შეცვალა იგი. ბლუმენბახი გარდაიცვალა 1840 წლის 22 იანვარს.

რასების შესახებ

რედაქტირება
 
ბლუმენბახის ხუთი რასა.

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე შექმნა ნაშრომი — “ადამიანთა ტიპების ბუნებრივი სახესხვაობანი”.

ხსენებულ ნაშრომში მან კაცობრიობა ხუთ უმთავრეს რასად დაჰყო, მათი კრანიომეტრიული მახასიათებლების მიხედვით. ეს ხუთი რასა იყო:

  • კავკასიური რასა, ანუ თეთრკანიანები
  • მონღოლოიდური რასა, ანუ ყვითელკანიანები
  • მალაური რასა, ანუ ყავისფერკანიანები
  • ნეგროიდული რასა, ანუ შავკანიანები
  • ამერიკული რასა, ანუ წითელკანიანები

ამ მოსაზრებისაკენ მას უბიძგა 1795 წელს საქართველოში აღმოჩენილმა თავის ქალამ. ბლუმენბახმა წამოაყენა ჰიპოთეზა ევროპელების კავკასიური წარმომავლობის შესახებ.

შემდგომ საუკუნეებში ანთროპოლოგებმა ეს ნაშრომი ანთროპოლოგიის ყველაზე ფუნდამენტურ ნაშრომად შერაცხეს და XX საუკუნის შუა წლებამდე ეს თეორია სამეცნიერო საზოგადოების მიერ ფართოდ იყო აღიარებული.

ბლუმენბახი ქართველების შესახებ

რედაქტირება

ქართველთა შესახებ ბლუმენბახი წერდა — “კავკასიონის მთაგრეხილის მახლობლად, კერძოდ მის სამხრეთ ნაწილში ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან, მე მხედველობაში ქართველები მყავს და სწორად ამიტომაც, ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობისა თუ მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის გაჩენის ადგილი დედამიწაზე, ეს რეგიონია”–ო.

გავლენა გერმანულ ბიოლოგიაზე

რედაქტირება

თანამედროვენი ბლუმენბახს მიიჩნევდნენ გერმანული მეცნიერების ამომავალ სინათლედ. კანტი და ფრიდრიხ შელინგი მას უწოდებდნენ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ღრმად განსწავლულ ბიოლოგ-თეორეტიკოსს. მეცნიერებათა ისტორიკოსის პიტერ უოტსონის სიტყვებით " XIX საუკუნის გერმანელი ბიოლოგების ნახევარი მისგან სწავლობდა ან მისით იყო შთაგონებული."

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Blumenbach, Johann Friedrich (1775) On the Natural Varieties of Mankind – the book that introduced the concept

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #116208503 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 KNAW Past Members
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 www.accademiadellescienze.it
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 Académie nationale de médecine
  10. 10.0 10.1 Base biographiqueBIU Santé.
  11. 11.0 11.1 Блуменбах Иоганн Фридрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 Biodiversity Heritage Library — 2006.
  13. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 39.
  14. https://www.amacad.org/sites/default/files/media/document/2019-10/electionIndex1780-1799.pdf