ფაბრიკის შესახვევი
ფაბრიკის შესახვევი — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ხარფუხი); ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის II შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. სახელი დაკავშირებულია წინათ აქ არსებულ ტყავის ფაბრიკა-ქარხნებთან.
ფაბრიკის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ხარფუხი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 175, ISBN 978-99928-20-35-3.