უჯარმის წმინდა გიორგის ეკლესია
უჯარმის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის შუაში. თარიღდება XIX საუკუნის მეორე ნახევრით.
ეკლესია დარბაზულია (12,8X7,55 მ.) ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ქვიშაქვის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეების წყობაში მოზრდილი ქვებია გამოყენებული, რომელთა მცირე ნაწილი ოდნავ დამუშავებულია, დიდი ნაწილი კი შემთხვევითი ფორმისაა. კარ-სარკმლები სუფთად ნათალის ქვიშაქვის ქვითაა. კედლები გარედან კირის დუღაბითაა გასწორებული. შიგნიდან შელესილია.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით დარბაზის იატაკის მიმართულებით ორი მცირე საფეხურით შემაღლებული, ნახევარწრიული აფსიდია. რომლის პრიზი გათვლილია ქართულ გარეტი მკვეთრად შევიწროებული ნახევარწრიული სარკმელი. სარკმლის ორივე მხარის თითო განიერი, თაღოვანი ნიშაა. ჩრდილოეთის ნიშის მარცხნივ აბსიდის მხართან ახლოს, მცირე ზომის ღრმა ნიშაა. აფსიდი კონქითა გადახურული. კონქის თაღი ნახევარწრიულია. მსგავსი ფორმისაა კარის საბჯენი თაღები და თვით კამარაც. ყველა თავის ქუსლიდან გამოყოფილია მთლიანი ქვის პოსტები, რომელთა პროფილს თარო და ლილვი შეადგენს. აბსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. დარბაზის გრძივ კედლებზე კორსა ფეხი ორსაფეხურიანი ორ-ორი პილასტრია.რომლებშიც შესაბამის კედლებს სამ-სამ თანაბარნაწილად ყოფს. თითო პილასტრი დასავლეთ კუთხეშიცაა. პილასტრების გვერდით საფეხურებს კედლის ბრტყელი ნიშების თაღები ეყრდნობა. წინას — კამარის საბჯენი თაღები იმპოსტები კედლის მთელი ნიშების თაღების ქუსლებთანაცაა. მათი პროფილი მარტივია, თარო და დახრილი სიბრტყე. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ ორი სარკმელი აშუქებს. მათგან ერთი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. მეორე კი დასავლეთ კედლში. სამხრეთ სარკმელი საკუთრთხევლის სარკმლის მსგავსია. დასავლეთისა კი შიგნიდან ოთხკუთხაა. რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა, დასავლეთ ფასადზე სარკმელი გამოკვეთილია ქვიშაქვის ერთ ქვაში და ირგვლივ სადა ლილვი ყვება. კედლები დასრულებულია ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის სტვირზე დაშენებულ, ნატეხი ქვით ნაგებ, კვადრატულ საფუძველზე.დადგმულია ოთხწახნაგა პირამიდული ფორმის სახურავით დასრულებული სამრეკლო. ოთხ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი. ნახევარწრიული თაღებით გახსნილი ფანჩატური. სამრეკლოს სახურავის წვერზე ლითონის ჯვარია 1990-ანი წლების ბოლოს ლ. კობახიძის თაოსნობით და გ. ჯამრიშვილის დაფინანსებით ეკლესია გაურემონტებიათ. ამ დროს იატაკზე დადგეს ქვის ფილები. დადგეს ხის კანკელი, შიგნიდან ეკლესია გაჯით შელესეს და ღარისებრი კრამიტით გადახურეს. ამავე წელს ეკლესიის ეზოს შემოავლეს ლითონის ღობე. 2015 წელს ეკლესიის ეზოში დაიწყეს საკვირაო სკოლის შენებლობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 339-340.