უძოვარა
უძოვარა (ლათ. Trollius) — მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ თათისებრ განკვეთილი ფოთლები, ამასთან, ფესვთანური გრძელყუნწიანია, ღეროსეული — მოკლეყუნწიანი, დიდი, კაშკაშა ოქროსფერ-ყვითელი ყვავილები.
უძოვარა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Trollius | ||||||||||||
|
30-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში ცნობილია მხოლოდ 1 სახეობა — კავკასიური უძოვარა (ლათ. Trollius caucasicus); იზრდება ყველგან სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ტენიან მდელოებზე, მთის წყაროების ნაპირებზე, თოვლთან ახლოს. საქართველოს გარდა გვხვდება კავკასიასა და ჩრდილოეთ ირანში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 198.