აკიტა უძიაკუ

(გადამისამართდა გვერდიდან უძიაკუ აკიტა)

აკიტა უძიაკუ (იაპონ. 秋田 雨雀), ნამდვილი სახელი ტოკუძო აკიტა (იაპონ. 秋田 徳三, დ. 2 თებერვალი, 1883 — გ. 12 მაისი, 1962) — იაპონელი მწერალი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.[1] იაპონიის კომუნისტური პარტიის წევრი 1947 წლიდან.[1] პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1907 წელს.[1] მისი ადრეული თხზულებები ომის წინააღმდეგ იყო მიმართული — მაგალითად, მოთხრობა "პირველი განთიადი", რომელიც 1908 წელს გამოქვეყნდა და სხვა.[1] ინდური ფილოსოფიით გატაცების პერიოდში (1914-1919 წლებში) დაწერა რამდენიმე მისტიკური დრამა ("ბუდა და ბავშვის სიკვდილი", 1920 წელი და სხვ.). 20-იანი წლების დასაწყისში მიემხრო სოციალისტურ მოძრაობას.[1] საბჭოთა კავშირში ყოფნის (1927-1928 წლებში) შემდეგ გამოაქვეყნა ნარკვევები "ახალგაზრდა საბჭოთა რუსეთი" (1929 წელი). აკიტა უძიაკუ საბავშვო ნაწარმოებების ავტორიცაა.[1]

აკიტა უძიაკუ
秋田 雨雀

იაპონელი

იხ.ასევე - იაპონიის პორტალი და კატეგორია:იაპონელები