უშაქი
უშაქი (თურქ. Uşak) — ქალაქი დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში, უშაქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, უშაქში მცხოვრებთა რაოდენობა აღწევს 187,886 ადამიანს. უშაქი 210 კილომეტრში (130 მილი) იზმირის პროვინციიდან. უშაქში არის ტრადიციულად ძალიან ნოყიერი მიწა. აქვს მერია და უშაქის მერი არის ნერულაჰ ჯაჰანი.
ქალაქი | |
---|---|
უშაქი თურქ. Uşak | |
უშაქი მთიდან | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | უშაქი |
კოორდინატები | 38°40′40″ ჩ. გ. 29°24′15″ ა. გ. / 38.67778° ჩ. გ. 29.40417° ა. გ. |
მერი | ნურულაჰ ჯაჰანი |
ფართობი | 1,309.01 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 890 მეტრი |
მოსახლეობა | 187,886 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0428 |
საავტომობილო კოდი | 64 |
ოფიციალური საიტი | usak.bel.tr |
უშაქს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ბანაზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სივასლი, სამხრეთით — ულუბეი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — ეშმე. უშაქი ჩრდილოეთით ესაზღვრება ქუთაჰიის პროვინციას. არის საავტომობილო გზების კვანძი, მოქმედებს რკინიგზის სადგური. განვითარებულია კვების, საფეიქრო მრეწველობა, ტყავის და ხალიჩების წარმოება. ქალაქის მახლობლად მოიპოვება ლიგნიტი.
ხალიჩები
რედაქტირებაუშაქში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში მზადდებოდა ხალიჩები, რომლებიც ძალიან ცნობილი იყო ოსმალეთის იმპერიაში და ზოგჯერ სულთნის სასახლისთვისაც კი ყიდულობდნენ. დღეს, XXI საუკუნეში, კვლავ ძველებურად ამზადებენ ხალიჩებს და არა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. უშაქი კვლავ ითვლება თურქეთში ერთ-ერთ საუკეთესო ხალიჩების მწარმოებელ ქალაქად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 195.