უშაკოვის ლაშქრობა

უშაკოვის ლაშქრობარუსეთის იმპერიის სამხედრო ოპერაცია საფრანგეთთან ომის დროს 1798-1800 წლებში ხმელთაშუა ზღვაში. სახელი ეწოდა მეთაურის, თედორე უშაკოვის გამო. 1798 წლის 20 სექტემბერს დარდანელიდან ხმელთაშუა ზღვაში გავიდა რუსეთის და ოსმალეთის გაერთიანებული ესკადრა. მასში შედიოდა რუსეთის 6 სახაზო ხომალდი, 7 ფრეგატი და სამი გემი, 792 ქვემეხი, 7400 კაცი, აგრეთვე ოსმალეთის 4 სახაზო ხომალდი, 6 ფრეგატი, 4 კორვეტი, 14 საკანონერო ნავი. ოსმალეთის ფლოტს სდარდლობდა ვიცე-ადმირალი ქედირბეი. უშაკოვის გეგმა ითვალისწინებდა იონიის კუნძულების გათავისუფლებას. რუსეთ-ოსმალეთის ძალებმა საფრანგეთისგან გაათავისუფლა კუნძულები კითერა (12 ოქტომბერი), ზანტე (14 ოქტომბერი), კეფალინია (17 ოქტომბერი), ლევკასი (3 ნოემბერი). 1799 წლის 18 თებერვალს შტურმით აიღო ციხესიმაგრე კორფუ და შექმნა 7 კუნძულის რესპუბლიკა, რომელიც ოფიციალურად 1800 წლის მარტში გამოცხადდა. 3 აგვისტოს უშაკოვის ესკადრა ადმირალ ჰორაციო ნელსონის ესკადრასთან თანამოქმედებისთვის მესინაში, შემდეგ კი ნეაპოლში გადავიდა.

ლიტერატურა

რედაქტირება