უფლისციხის კლდის წყაროს ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

უფლისციხის კლდის წყაროს ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის ჩრდილო-დასავლეთით, 3 კმ-ზე, კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ნამოსახლარი შეისწავლა უფლისციხის 1957-1963 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. (უფროსები: თ. ქარუმიძე, დ. ხახუტაიშვილი). ნამოსახლარისაგან შემორჩენილია შენობების მიწისქვეშა ნაწილის კვალი და წყარო, რომელიც „კლდის წყაროს“ სახელით არის ცნობილი.

ლიტერატურა რედაქტირება