უტრეხტსე-ვეხტი
უტრეხტსე-ვეხტი (ნიდერლ. Utrechtse Vecht) — მდინარე ნიდერლანდებში, უტრეხტის პროვინციაში. სიგრძე დაახლოებით 40 კმ. სათავე აქვს ქალაქ უტრეხტის მახლობლად. ერთვის ეისელმერის ტბას. მდინარის გასწვრივ არსებულ ტერიტორიას ეწოდება „ვეხტსტრეკი“. XVII-XVIII საუკუნეებში მდინარის ნაპირზე გაშენებული იყო არაერთი „ბეიტენპლატსის“ სახელწოდებით ცნობილი მამული.
უტრეხტსე-ვეხტი | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სათავე |
უტრეხტი 52°27′ ჩ. გ. 5°06′ ა. გ. / 52.450° ჩ. გ. 5.100° ა. გ. |
სიგრძე | 40 კმ |
უტრეხტსე-ვეხტი ვიკისაწყობში |