ეისელმერი
ეისელმერი (ნიდერლ. IJsselmeer) — ხელოვნური მტკნარი ტბა ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნიდერლანდებში, ზღვის დონიდან 0,3 მ-ით დაბლა, ზეიდერზეეს ყოფილი ყურის ადგილას. ფართობი 1100 კმ². მაქსიმალური სიღრმე 7 მ. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ფრისლანდიის პროვინცია, სამხრეთით და აღმოსავლეთით ფლევოლანდი, ხოლო დასავლეთით ჩრდილოეთი ჰოლანდია. ჩრდილოეთით ჩრდილოეთის ზღვისგან გამოყოფილია 32 კმ სიგრძისა და 60 მ სიგანის ჯებირით. სახელი ეწოდა მდინარე ეისელის მიხედვით, რომელიც ტბას ერთვის კეტელმერის ტბის მეშვეობით. ეისელმერის ტბა ფართობით არის დასავლეთი ევროპის უდიდესი მტკნარი წყლის წყალსატევი. წარმოიქმნა 1932 წელს მელიორაციის კომპლექსური გეგმის შედეგად, რომლის მიხედვით, ზეიდერზეეს ყურე ჩრდილოეთის ზღვისგან შემოიზღუდა ხელოვნური ჯებირით. 1975 წელს ტბა 2 ნაწილად გაიყო. დასავლეთი შედარებით მცირე მონაკვეთი გამოიყო ჰაუტრიბდეიკის ჯებირით და დაგვირგვინდა მარკერმერის ტბის წარმოქმნით. წყალი მტკნარია. გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის და წყალმომარაგებისათვის. იყენებენ რეკრეაციულ მიზნებში.
ეისელმერი | |
---|---|
ეისელმერის ტბა | |
კოორდინატები: 52°49′ ჩ. გ. 5°15′ ა. გ. / 52.817° ჩ. გ. 5.250° ა. გ. | |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
სიმაღლე ზღვის დონიდან | –0,3 მ |
ფართობი | 1100 კმ² |
საშუალო სიღრმე | 5-6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 7 მ |