კეტელმერი
კეტელმერი (ნიდერლ. Ketelmeer) — ტბა ნიდერლანდებში. დიდი ნაწილი მოქცეულია ფლევოლანდის პროვინციის ტერიტორიაზე. ფართობი 35 კმ², საშუალო სიღრმე 2,4 მ. დასავლეთით იგი შეერთებულია ეისელმერის ტბასთან. აღმოსავლეთი მხრიდან ერთვის მდინარე ეისელი, რომლის დელტა ეკუთვნის ოვერეისელის პროვინციას. იქვეა განლაგებული ზვარტე-მერისა და ვოსემერის ყურეები, რომლებიც ახალი მიწების დაშრობის შედეგად წარმოიქმნენ. ტბის შუა ნაწილში მდებარეობს ხელოვნური კუნძული ეისელოგი, რომელიც აშენებულია ნარჩენების შესანახად. ტბაზე გადაგდებულია ასაწევი ხიდი კეტელბრიუგი.
კეტელმერი | |
---|---|
კეტელმერის ტბა | |
კოორდინატები: 52°35′48″ ჩ. გ. 5°45′44″ ა. გ. / 52.59667° ჩ. გ. 5.76222° ა. გ. | |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
ფართობი | 35 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2,4 მ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კეტელმერი (ნიდერლანდური ენა)
- კეტელმერი დაარქივებული 2013-04-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)