უტარაკჰანდის წყალდიდობა (2021)

უტარაკჰანდის წყალდიდობა2021 წლის 7 თებერვალს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის[1] ნანდა-დევის ეროვნული პარკის მიდამოებში (ინდოეთი, უტარაკჰანდის შტატი) მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა.[2] სავარაუდო გამომწვევ მიზეზებად დასახელდა ზვავი, მეწყერი ან მყინვარული ტბის გარღვევა.[3][4] ძირითად მიზეზად კი მყინვარიდან დიდი ზომის ნაწილის მოწყვეტა სახელდება, რასაც შეეძლო გამოეწვია ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები. მყინვარის მოწყვეტას უკავშირებენ ტემპერატურის მომატებას ან ძლიერ ნალექებს.[4] წყალდიდობა წარიმართა უპირატესად მდინარე დაულიგანგის ხეობაში.[5] დაანგრია ორი მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. დაღუპულებს, დაკარგულებსა და დაშავებულებს შორის უპირატესად ამ მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები არიან, მათ შორისაა კაშხლის გვირაბში მოყოლილები.[4] სამაშველო ოპერაციას ატარებენ კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალების რამდენიმე გუნდი, ასევე მესაზღვრეები და ადგილობრივი მაშველები.[5] რამდენიმე სოფლიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. მთავრობამ ჩრდილოეთის რეგიონები საშიშ ზონებად გამოაცხადა.[6] ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 72 ადამიანი, 200-მდე კი დაკარგულად ითვლება.[7]

უტარაკჰანდის წყალდიდობა
220x350პქპქ
კაშხლის გვირაბში ჩარჩენილი ადამიანების სამაშველო ოპერაცია
თარიღი 7 თებერვალი, 2021
ადგილი უტარაკჰანდი, ინდოეთი
მიზეზი მყინვარის ჩამოშლა
გარდაცვალებები 72
დაკარგულები 200-მდე
უტარაკჰანდი
  1. India: Properties inscribed on the World Heritage List. UNESCO. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021
  2. „Uttarakhand flood wreaks death, damage“. The Indian Express. 8 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „India floods: Scores missing after glacier smashes Uttarakhand dam“. BBC News (ინგლისური). 7 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 „Сход ледника в Индии: 11 человек погибли, 145 пропали без вести“. BBC News Русская служба (რუსული). ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 „ინდოეთში მყინვარის ჩამოშლისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა“. 1TV. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „ინდოეთში ჰიმალაის მყინვარის მოწყვეტის შედეგად სავარაუდოდ 150-მდე ადამიანი დაიღუპა“. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  7. „Uttarakhand glacier burst: Death toll rises to 72“. The Times of India. 27 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)