უსტი-ნად-ორლიცი (ჩეხ. Ústí nad Orlicí) — ქალაქი ჩეხეთში, პარდუბიცის მხარეში, უსტი-ნად-ორლიცის რაიონში, 14 ათასზე მეტი მცხ. უსტი-ნად-ორლიცის რაიონის ცენტრი. გაშენებულია მდინარეების ტრშებოვკისა და ტიხა-ორლიცეს შესართავთან, ჩესკა-ტრშებოვადან დაახლ. 10 კმ.

ქალაქი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XIII ს-ში, ოტაკარ II-ის მეფობის დროს, როცა დაიწყო ამ ძველი სლავური დასახლების ზრდა. ამ პერიოდში მოსახლეობის უმრავლესობა თავს ირჩენდა სოფლის მეურნეობით და შინა ფეიქრობით. XIX ს-ის 50-იან წლებში პრაღა-ოლომოუცის რკინიგზის მშენებლობის წყალობით ქალაქში განვითარდა ტექსტილის ქარხნული წარმოება.

ფოტოგალერეა

რედაქტირება

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • HACKENSCHMIED, V. Zd. Z lidového vypravování na Lanškrounsku a Ústecku n. O. IN: Český lid 1930, str. 255 – 259.
  • STEJSKAL, Martin; MARENČIN, Albert. Labyrintem tajemna. Praha: Paseka, 1991.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება