უსადენო ტექნოლოგიები
უსადენო ტექნოლოგიები — საინფორმაციო ტექნოლოგიების ქვეკლასი. გამოიყენება სიშორეზე ინფორმაციის გადასაცემად ორ ან მეტ წერტილს შორის, მათ შორის უშუალო სადენიანი კავშირის მოთხოვნის გარეშე. უსადენოდ ინფორმაციის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ლაზერული ან ოპტიკური გამოსხივების ან რადიოტალღების საშუალებით.
ამჟამად არსებობს მრავალი უსადენო ტექნოლოგია, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხშირად ცნობილია მათი საბაზრო სახელწოდებებით, მათ შორისაა Wi-Fi, WiMAX, Bluetooth. თითოეულ თექნოლოგიას გააჩნია თავისი განსაზღვრული თვისებები, რაც განაპირობებს მათი გამოყენების ამა თუ იმ სფეროს.
კლასიფიკაციის მიდგომები
რედაქტირებაარსებობს უსადენო ტექნოლოგიების კლასიფიკაციის სხვადასხვა მიდგომები.
- მოქმედების სიშორის მიხედვით:
- უსადენო პერსონალური ქსელები (WPAN — Wireless Personal Area Networks). მაგალითად — Bluetooth.
- უსადენო ლოკალური ქსელები (WLAN — Wireless Local Area Networks). მაგალითად — Wi-Fi.
- ქალაქის მასშტაბის უსადენო ქსელები (WMAN — Wireless Metropolitan Area Networks). მაგალითად — WiMAX.
- უსადენო გლობალური ქსელები (WWAN — Wireless Wide Area Network). მაგალითად — CSD, GPRS, EDGE, EV-DO, HSPA.
- ტოპოლოგიის მიხედვით:
- „წერტილი-წერტილი“
- „წერტილი-მრავალწერტილი“
- გამოყენების სფეროს მიხედვით:
- კორპორატიული (უწყებრივი) უსადენო ქსელები — იქმნება კომპანიების მიერ საკუთარი საჭიროებებისთვის.
- ოპერატორული უსადენო ქსელები — იქმნება კავშირგაბმულობის ოპერატორების მიერ მომსახურების გაწევისვის.
უსადენო და სადენიანი ქსელებით ინფორმაციის გადაცემის განსხვავებები
რედაქტირებამახასიათებელი | სადენიანი | უსადენო |
---|---|---|
გადაცემის გარემო | კაბელი (ოპტიკური, სპილენძის) | კაბელის საჭიროება არ არის, მონაცემები გადაიცემა ელექტრომაგნიტური ტალღებით |
აბონენტთა მობილურობა | არ არის უზრუნველყოფილი | შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Wireless. DMOZ დაარქივებული 2016-01-19 საიტზე Wayback Machine.