ურფი
ურფი — ადგილობრივი ადათობრივი სამართალი არაბეთში, რომელიც შეიქმნა ისლამის გავრცელებამდე. უპირისპირდება შარიათს. ურფი დაუწერელი სამართალია. მისი მიხედვით გადაწყვეტილება გამოაქვს მბრძანებელს ან მის მოხელეს და არა ყადის.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე, ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 192.