ნოე ურუშაძე
(გადამისამართდა გვერდიდან ურუშაძე, ნოე)
ნოე ალექსანდრეს ძე ურუშაძე (დ. 15 მარტი, 1920, ქ. ლანჩხუთი, — გ. 6 ოქტომბერი, 1943, კანევი) — ქართველი სამხედრო პირი, საბჭოთა კავშირის გმირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამუშაობდა ლანჩხუთში ავტომექანიკოსად. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1943 წლის 29 სექტემბერს მზვერავთა ჯგუფთან ერთად ერთ-ერთმა პირველმა გადალახა მდინარე დნეპრი. 1943 წლის 6 ოქტომბერს დაიღუპა ბრძოლაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი, ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 182.