ურუგვაის სამზარეულო
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ურუგვაის სამზარეულო}} |
ურუგვაული სამზარეულოს ჩამოყალიბებაში მრავალი ქვეყნის კულტურამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორისაა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია. იმიგრირების შედეგად კი გერმანია და დიდი ბრიტანეთი. ესპანური სამზარეულოს გავლენა მეტად დიდია ურუგვაულ კულინარიაში.
ესპანური დესერტები როგორიცაა, ჩურო, ენსაიმადა (ტკბილი პური), ალფახორე ძალიან პოპულარულია ურუგვაიში. ასევე ბრინჯის კერძები, მაგალითად, პაელა. პორტუგალიური გავლენა იგრძნობა თევზეულის მომზადებისას. შებოლილი თევზი, რვაფეხა, მოლუსკები. რა თქმა უნდა, იქ იტალიური პასტას მრავალ სახეობასაც შეხვდებით, როგორებიცაა: რავიოლი, ფეტუჩინი, ტორტელინი... პასტას ისინი სხვადასხვა სოუსით მიირთმევენ, თუმცა მათგან ერთი განსაკუთრებულია. ეს სოუსია, რომელიც ურუგვაიში შეიქმნა. მისი სახელია "კარუსო". მისი ინგრედიენტებია: რძის ნაღები, რომელიმე სახის ხორცი, ხახვი, ლორი და სოკო.
გერმანული დესერტებიდან ყველაზე პოპულარული კრუასანია. მას ურუგვაიში ორნაირი ხერხით ამზადებენ. კრუასანების ერთ სახეობას კარაქით ამზადებენ, მეორე სახეობას კი ღორის გამდნარი ქონით.
მთავარი ინგრედიენტი ქვეყნის მენიუში ხორცი და ცხოველური პროდუქტებია. ძირითადად ძროხის ხორცი, თუმცა ასევე იყენებენ ქათმის, ღორის, ბატკნის ხორცს და თევზს.
მათ მოსამზადებლად ძირითადად იყენებენ მოხარშვისა და კოცონზე შეწვის მეთოდებს. ურუგვაიში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს ტაფაზე შემწვარი საკვები, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, მაგალითად, "ჩივიტო"(ინგრედიენტები: სტეიკი, ყველი მოცარელა, პომიდორი, მაიონეზი, შავი ან მწვანე ზეთისხილი, ბეკონი, კვერცხი და ლორი). ეს სენდვიჩი, რომელსაც კარტოფილ ფრისთან ერთად მიირთმევენ ურუგვაის ნაციონალური კერძია.
ურუგვაის ძალიან მდიდარი ფლორა და ფაუნა აქვს, თუმცა ამ დიდებული ბუნების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია კულინარიაში. თუ არ ჩავთვლით ველურ მცენარეულობას, რომლითაც ჩაის აყენებენ. ასევე ისინი მიირთმევენ რამდენიმე გარეული ცხოველის ხორცსაც, როდესაც ნადირობის სეზონი იხსნება. ერთ-ერთი მათგანია არმადილი (ჯავშნოსანი ძუძუმწოვარი).
ურუგვაიში საკვებთან ერთად ყოველთვის მიირთმევენ პურს. ურუგვაული ტრადიციულ სასმელს კი "მატე" ეწოდება. ეს ცხელი სასმელი ერთ-ერთი ველური მცენარის გამომშრალი ფოთლებისგან მზადდება. მას უმეტესად მიირთმევენ შემოდგომაზე ან ზამთარში. ურუგვაიში ღვინოც საკმაოდ პოპულარული სასმელია.
ჩვეული კერძები
რედაქტირება• ასადო - საქონლის ხორცის ნაკვერჩხალზე შეწვის მეთოდი. ასევე კერძი ტირა დე ასადო.
• ჩივიტო - სენდვიჩი რომელიც შეიცავს სტეიკს, ლორს, ყველს, პომიდორს, სალათის ფოთოლსა და მაიონეზს.
• ჩორიპანი - ძალიან პოპულარული ურუგვაული სწრაფი კვების კერძი. შედგება გრილზე შემწვარი ჩორისოსა (ღორის სოსისი) და მაგარ ქერქიანი პურისგან. მიირთმევენ ჩიმიჩურის სოუსთან ერთად.
• ემპანადა - ლორითა და ყველით სავსე პატარა ღვეზელი.
• მილანეზა - თხელი კოტლეტის სტეიკი. აქვს მრავალი სახესხვაობა, როგორებიცაა: მილანეზა ნაპოლიტანა, მილანეზა რელენა და სუპრემა მერილენდი.
• ნიოკი - მას ტრადიციულად ყოველი თვის 29 რიცხვში მიირთმევენ. მაშინ როცა ურუგვაელებს ყველაზე მეტად უჭირდათ, ეს იყო ხელფასის წინა დღე. ნიოკი კი დაბალფასიანი და ნოყიერი კერძია.
• პანჩო - ტიპური ურუგვაული ჰოთ დოგი.
საკვებს ძირითადად პურთან ერთად მიირთმევენ, თუმცა ზოგჯერ პურის მაგივრობა შესაძლოა ბრინჯმა, სალათამ ან ჩიფსებმა გასწიოს. ასადოს აკომპანიმენტს ჩორისო, მორსია, ოფალი, შიგთავსიანი წიწაკები და შემწვარი კარტოფილი უწევს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ferreira, Diego; Larronda, Antonio. Cócteles y mezclas retan a las bebidas tradicionales es (23 August 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 13 May 2017.
- Buster's friend. Uruguayan Beef Tongue Vinaigrette (Lengua a La Vinagreta). ციტირების თარიღი: 13 May 2017.