ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

უოლტერ უაიტი უფროსი, ასევე ცნობილი მეტსახელით ჰაიზენბერგი, არის ფიქციური ანტიგმირი[1], რომელიც იქცევა ბოროტმოქმედად ამერიკულ სატელევიზიო კრიმინალურ დრამაში, Breaking Bad-ში, მას განასახიერებს მსახიობი ბრაიან კრენსტონი.

უოლტერ უაიტი
„Breaking Bad“ & „Better Call Saul" - პერსონაჟი
პირველი გამოჩენა
  • Breaking Bad:
  • Pilot (2008)
ბოლო გამოჩენა
  • Better Call Saul:
  • Saul Gone (2022)
შემქმნელი ვინს გილიგანი
მსახიობი ბრაიან კრენსტონი
(„Breaking Bad“)
ახმოვანებს კიტ ჰარინგტონი (ვიდეო თამაში)
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი ჰაიზენბერგი
სხვა სახელები
  • ვოლტი
  • ლამბერტი
სქესი მამრობითი
მეუღლე(ები) სკაილერ უაიტი
შვილები უოლტერ უაიტ უმცროსი (ფლინი)
საცხოვრებელი 308 Negra Arroyo Lane, Albuquerque, New Mexico, United States

უაიტი არის გამოცდილი ქიმიკოსი, რომელმაც ტექნოლოგიური ფირმის თანადაარსებაში მიიღო მონაწილეობა, შემდგომ კი კომპანიას გამოეყო და თავისი წილი პარტნიორებს მიყიდა. მისი პარტნიორები მოგვიანებით გამდიდრდნენ, უოლტერი კი ალბუკერკის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლიდა ქიმიას, მისი ოჯახის უზრუნველსაყოფად: მისი ფეხმძიმე მეუღლე, სქაილერი (ანა განი) და შვილი უოლტერ უმცროსი (რ.ჯ მიტე). სერიის დასაწყისში, უოლტერ უაიტი, მის ოჯახთან და ახლო წრესთან ერთად, 50-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. მომდევნო დღეს კი გაიგებს, რომ მესამე სტადიის ფილტვის კიბო აქვს. ამ აღმოჩენის შემდეგ, გარდაცვალების შემდგომ მისი ოჯახის ფინანსურად უზრუნველსაყოფად, უოლტერი გადაწყვეტს, რომ დაიწყოს მეტამფეტამინის წარმოება, მის ყოფილ სტუდენტთან ერთად, ჯესი პინკმენთან (აარონ პოლი). ქიმიკოსის სიღრმისეული ცოდნიდან გამომდინარე, უოლტერის "ლურჯი მეტამფეტამინი" ბევრად სუფთაა ვიდრე სხვა დანარჩენი ბაზარზე. ნარკოვაჭრობა კი მას და მის პარტნიორს კრიმინალურ ბიზნესში გახვევს.

სერიის დასაწყისში უოლტერ უაიტი მოწყვლადი ფიგურაა. ადამიანი, მოტივირებული რომ დაუტოვოს თავის ოჯახს საკმარისი, მის გარეშე, რომ განაგრძონ უზრუნველი ცხოვრება. თუმცა სერიის მიმდინარეობისას, უოლტერი გარკვეულ აზარტს ჰპოვებს კრიმინალურ საქმიანობაში და შედეგად მეტად დაუნდობელიც ხდება. კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვიდან მალევე იგი აირჩევს "ჰაიზენბერგის" მეტსახელს, ინსპირირებულს გერმანელი ფიზიკოსი და კვანტური მექანიკის ერთ-ერთი შემქმნელის ვ. ჰაიზენბერგისაგან. მისი სახასიათო პროდუქტი, მის მეტსახელთან ერთად მალევე გავრცელდება კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით და ნარკომომხმარებლების და კრიმინალების გარდა, ნარკოტიკების საგამოძიებო უწყებასაც (DEA) დააინტერესებს. ირონიულად ამავე უწყებაში მუშაობს მისი ცოლის დის ქმარი, ჰენკ შრეიდერი (დინ ნორისი), რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს და განსაკუთრებული სიფრთხილე უწევს, რომ მისი მეორე საქმე ფარული დატოვოს. სერიის შემქმნელ ვინს გილიგანს სურდა, რომ შეექმნა პერსონაჟი, რომელიც ყოველდღიური რიგითი ადამიანიდან, რომელსაც სერიოზულად არავინ უყურებს, გამოეძერწა ისეთი კრიმინალური ავტორიტეტი, როგორიცაა ტონი მონტანა "ნაიარევი სახიდან". თავდაპირველად სტუდია AMC თავს იკავებდა ამ როლისათვის ბრაიან კრენსტონის აყვანაზე, რადგან იმ პერიოდისათვის იგი კომიკურ როლს თამაშობდა ასევე პოპულარულ სერიალში "მალკოლმი ყურადღების ცენტრშია" და თვლიდნენ, რომ აუდიტორიას გაუჭირდებოდა მისი გარდაქმნის სერიოზულად აღქმა. თუმცა გილიგანმა მათი გადარწმუნება შეძლო, როდესაც სერიალი "საიდუმლო მასალების", მისივე დაწერილი, ეპიზოდი "დრაივი" აჩვენა, სადაც ბრაიანის სამსახიობო მოქნილობა კარგად ჩანდა. უოლტერ ვაითის პერსონაჟის განმტკიცებაში, კრენსტონმაც დიდი წვლილი მიიღო.

როგორც პერსონაჟმა, ასევე კრენსტონის შესრულებამაც კრიტიკული აღიარება მოიპოვა, უოლტერ ვაითი ხშირად მოიხსენიება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სამახსოვრო სატელევიზიო პერსონაჟი. კრენსტონმა აიღო 4 პრაიმტაიმ ემის საუკეთესო მამაკაცის ჯილდო სატელევიზიო დრამა სერიებში, სამი მათგანი ზედიზედ. იგი პირველი მამაკაცია, რომელსაც ერთ როლში კრიტიკოსთა რჩეულის, ოქროს გლობუსის, პრაიმტაიმ ემის და სამსახიობო გილდის ჯილდო აქვს მიღებული. კრენსტონმა უოლტერ ვაითი განმეორებით განასახიერა სერიალის შემდგომ გადაღებულ ფილმში El Camino, რომელიც ჯესის ისტორიას მიყვება, ასევე სერიალ Better Call Saul-ის მეექვსე და ფინალურ სეზონში.

კონცეფცია და შექმნა

რედაქტირება
თქვენ ნახავთ მის ჰუმანურობას, მიუხედავად გადაწყვეტილებებისა რასაც იგი იღებს, რაც არ უნდა მზაკვრული ან საზარელი იყოს ისინი. ასეთ დროს საჭიროა პერსონაჟი, რომელსაც გააჩნია ჰუმანურობა, თუნდაც შეფარული, რადგან, როდესაც შოუს უყურებთ, "კარგი, გავყვები ამ ამბავს, არ მომწონს საითაც მიდის, არ მომწონს რასაც აკეთებს, მაგრამ მესმის და ვნახავ სადამდე მივა." თუ არ გყავს პერსონაჟი, რომელიც ამ ადამიანურობას ავლენს, მსოფლიო დონის სამსახიობო ოსტატობის მიუხედავად, შოუ ვერ იქნება წარმატებული.

ტონი სოპრანოს ინსპირაციით, Breaking Bad-ის შემქმნელ ვინს გილიგანს სურდა შეექმნა პროტაგონისტი, რომელიც მაყურებლის თვალწინ, შოუს მიმდინარეობისას გარდაიქმნებოდა ანტაგონისტად[3], ან როგორც მან განმარტა "მისტერ ჩიფსიდან (ინგლისური ნოველის პერსონაჟი, რომელიც სკოლაში ასწავლის) ნაიარევ სახემდე".[4]. 2013 წელს ჯეიმზ განდოლფინის (ტონი სოპრანოს მსახიობი) გარდაცვალების შემდეგ, ვინს გილიგანმა დასძინა, რომ "ტონი სოპრანოს გარეშე, უოლტერ უაიტი არ იარსებებდა".[5] გილიგანს სურდა, რომ მის პერსონაჟს ერთგვარი შუა ასაკის კრიზისი ჰქონოდა, რაც მას წაახალისებდა რისკიანი გზების ძიებაში, რაც კრიმინალურ სამყარომდე მიიყვანდა. სერიალის იდეა ჩაისახა, როდესაც ვინსი მის კოლეგა სცენარისტთან ერთად, საიდუმლო მასალებზე მუშაობისას, ხუმრობდნენ, როგორ ხარშავდნენ მეტამფეტამინს მოძრავ სახლში (RV). გილიგანმა უოლტერი ქიმიის მასწავლებლად შექმნა, ისეთად, რომელსაც შოუს დაწყებამდე კანონი არასოდეს დაურღვევია.

გილიგანმა როლისთვის ბრაიან კრენსტონი მათი წარსული თანამშრომლობიდან გამომდინარე შეარჩია, როდესაც იგი მის დაწერილ სცენარზე გადაღებულ საიდუმლო მასალების ერთ-ერთ ეპიზოდში "დრაივში" იღებდა მონაწილეობას. კრენსტონი თამაშობდა ანტისემიტს, რომელსაც განუკურნავი დაავადება სჭირდა და სერიალის ლიდი, ფოქს მალდერი (დევიდ დუხოვნი) აიყვანა მძევლად. ვინსმა განმარტა, რომ პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ერთდროულად საზიზღარიც და სიმპათიის გამომწვევიც, და რომ "მხოლოდ ბრაიანი იყო ის მსახიობი, ვინც ამას შეძლებდა, მარტო მას შეუძლია ამ ხრიკის შესრულება, თუმცა არ ვიცი ამას როგორ ახერხებს".[2][6] AMC სტუდიის წარმომადგენლები თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ კასტინგის არჩევანს, რადგან ბრაიანს მხოლოდ სერიალი "მალკოლმი ყურადღების ცენტრშიდან" იცნობდნენ, სადაც ის კარიკატურულ მეოჯახე მამას თამაშობს. მის ნაცვლად სტუდია განიხილავდა ჯონ პოლ კიუსაკს და მეთიუ ბროდერიკს,[7] თუმცა ორივე მსახიობის უარმა და გილიგანის ურჩმა დაჟინებამ, წარმომადგენლებისთვის საიდუმლო მასალების ეპიზოდის ჩვენებასთან ერთად განაპირობა, მათი ბრაინ კრენსტონზე შეჯერება.[8]

კრენსტონმა დიდი კონტრიბუცია მიიღო პერსონაჟის ფორმირებაში. გილიგანი არ იყო უოლტერის წარსულზე დიდად კონცენტრირებული, ეს ცარიელი კანვასი კი ბრაიანმა თავად შეავსო და წერდა თუ რა გზა გაიარა უოლტერმა მის დიაგნოზამდე. შოუს დასაწყისში, კრენსტონმა 5 კილო მოიმატა, პერსონაჟის შემდგომი დასუსტების უკეთ წარმოსაჩენად. ის აქტიურ კოლაბორაციაში იყო კოსტიუმების დიზაინერთან, როდესაც უოლტერის ჩაცმულობის ფერთა გამას არჩევდნენ, ისინი შეჯერდნენ ნეიტრალურ მწვანეზე და ყავისფერზე, რომ პერსონაჟი უკანა ფონთან გაზავებულიყო, რაც მის უმნიშვნელობაზე და შეუმჩნევლობაზე გაუსვამდა ხაზს. ასევე თანამშრომლობდა მეიქაფ არტისტთან და უოლტერს მოუფიქრეს ულვაში, რომელიც მათივე სიტყვებით "მკვდარ მუხლუხოს" გავდა და პერსონაჟის უსუსურობას უკეთ წარმოაჩენდა.[9][10] ბრაიანი ხშირად საყვედურობდა სცენარისტებს, როდესაც უოლტერის ირგვლივ მათი წარმოდგენა არ ჯერდებოდა. კრენსტონის თქმით, მან ნაწილობრივი ინსპირაცია საკუთარი მამისგანაც აიღო, რადგან ფიზიკურად იგი მას "ოდნავ მოხრილად" აღწერდა, რომ იგი "არასოდეს იყო მხრებში გამართული, თითქოს მსოფლიოს ტვირთი მის მხრებზე იწვა".

გილიგანმა თქვა, რომ მისთვის დიდ სირთლეს წარმოადგენდა უოლტერ ვაითისთვის წერა, რადგან პერსონაჟი ასეთი მზაკვრული და დაუნდობელია, მაგრამ ამავდროულად მორალურ დილემებს უნდა იწვევდეს მაყურებელში.[11] ვინს გილიგანმა და სერიალის სხვა სცენარისტებმა უოლტერ ვაითი ეტაპობრივად დაცალეს მისი სიმპათიის გამომწვევი თვისებებისაგან, წინ წამოწიეს მისი მზაკვრული, ეგოცენტრული მხარე. კრენსტონმა მეოთხე სეზონზე თქვა, რომ "ვთვლი უოლტერმა დაასკვნა, რომ სჯობს დევნიდე, ვიდრე გდევნონ. ახლა ის თავის განმტკიცების ფაზაშია".[12]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

საკულტო მიმდევრობა

რედაქტირება
 
უოლტერ უაიტის გრაფიტი კარერ დ'ანტონი სუარესში, ვალენსია, ესპანეთი

დროთა განმავლობაში, უოლტერ ვაითის ირგვლივ ერთგვარი კულტი შეიქმნა, ინტერნეტში გამოჩნდა ვებგვერდები "Heisenberg Labs", "Walt's Wardrobe" და თავად AMC-ს მიერ გაშვებული "Save Walter White" (რაც სერიალში უოლტერ უმცროსის მიერ მამის დასახმარებლად დონაციების მისაღები საიტის ანალოგია). 2015 წელს, სერიის შემქმნელ ვინს გილიგანს საჯარო მიმართვა დასჭირდა, რათა Breaking Bad-ის ფანებს შეეწყვიტატ უოლტერის ცნობილი სცენის იმიტირება და სერიებში ნაჩვენები უაიტების სახლის სახურავზე პიცების შემოგდება. სახლს მესაკუთრე ყავს, რომელიც ინტერნეტში ცნობილიც გახდა, რადგან სერიალის ფანებს, რომლებიც აღნიშნულ ლოკაციაზე ხან სურათების გადასაღებად ხან პიცის სასროლად მიდიან, მუდმივ რეჟიმში იგერიებს და ამჟამად ტერიტორია მცირე ზომის ღობითაც აქვს შემოფარგლული.[13][14]

ალბუკერკის ქანდაკებები

რედაქტირება

უაიტისა და ჯესი პინკმენის ბრინჯაოს ქანდაკებები ვინს გილიგანის და Sony Television Pictures შეკვეთით დაამზადეს და 2022 წლის ივლისში გადასცეს ქალაქ ალბეკურკის. იგი განთავსებულია ალბაქურქის საკონფერენციო ცენტრში.[15]

  1. Raftery, Liz. (January 19, 2018) With Breaking Bad, Vince Gilligan Created a New Kind of Antihero. ციტირების თარიღი: July 11, 2024
  2. 2.0 2.1 Sepinwall, Alan (March 6, 2009). „Sepinwall on TV: Bryan Cranston talks 'Breaking Bad' season two“. The Star-Ledger. Newark, New Jersey. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 16, 2011. ციტირების თარიღი: July 25, 2011.
  3. Chuck Klosterman. (August 2, 2011) Bad Decisions. ციტირების თარიღი: July 17, 2011
  4. Goodman, Tim. (July 13, 2011) 'Breaking Bad': Dark Side of the Dream. ციტირების თარიღი: July 17, 2011
  5. Vince Gilligan: Without Tony Soprano There Would Be No Walter White (June 26, 2013). ციტირების თარიღი: January 6, 2021
  6. Segal, David (July 6, 2011). „The Dark Art of 'Breaking Bad'. The New York Times. New York City. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 9, 2013. ციტირების თარიღი: July 25, 2011.
  7. Weingus, Leigh (July 16, 2012). 'Breaking Bad': John Cusack, Matthew Broderick Turned Down Walter White Role“. The Huffington Post. New York City: Huffington Post Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 5, 2013. ციტირების თარიღი: October 9, 2013.
  8. Rosenblum, Emma (March 13, 2009). „Bleak House“. New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 7, 2012. ციტირების თარიღი: July 25, 2011.
  9. Terry Gross. (March 27, 2014) From Walter White To LBJ, Bryan Cranston Is A Master Of Transformation. ციტირების თარიღი: October 21, 2020
  10. Alan Sepinwall. (March 6, 2009) Breaking Bad: Bryan Cranston/Vince Gilligan Q&A.
  11. Bowles, Scott (July 13, 2011). 'Breaking Bad' shows man at his worst in Season 4“. USA Today. Mclean, Virginia. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 18, 2011. ციტირების თარიღი: July 26, 2011.
  12. Ginsberg, Merle (July 16, 2011). 'Breaking Bad' Star Bryan Cranston on Walter White: 'He's Well on His Way to Badass' (Q&A)“. The Hollywood Reporter. Los Angeles, California. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2011. ციტირების თარიღი: July 26, 2011.
  13. Kelley, Seth (March 11, 2015). 'Breaking Bad' Creator Urges Fans to Stop Throwing Pizzas on Walter White's Roof“. Variety. Los Angeles, California. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 3, 2015. ციტირების თარიღი: November 8, 2015.
  14. Buncombe, Andrew. (February 2, 2015) Walter White returns: Breaking Bad's Bryan Cranston stars in Super Bowl commercial. ციტირების თარიღი: April 14, 2021
  15. Bergeson, Samantha. (July 12, 2022) 'Breaking Bad' Statues Soon Unveiled in Albuquerque, New Mexico. ციტირების თარიღი: July 15, 2022
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უოლტერ_უაიტი“-დან