უნგრული ვიკიპედია
უნგრული ვიკიპედია (უნგრ. Magyar Wikipédia) — ვიკიპედიის განყოფილება უნგრულ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. მუშაობა დაიწყო 2003 წლის 8 ივლისს. 2011 წლის სექტემბრისთვის უნგრულ ვიკიპედიაში არსებობდა 200 ათასი სტატია. 2007 წლის თებერვლისთვის მოიცავდა 50 ათას სტატიას, ხოლო 2008 წლისთვის 100 ათას სტატიას. უნგრულ ენასთან დაკავშირებული პირველი ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 5 სექტემბერს ლარი სენგერის მიერ უნგრული ვიკიპედიის ამჟამინდელ დომენზე: http://hu.wikipedia.com/. იმ დროისთვის ვიკიპედია ჯერ კიდევ UseModWiki-ზე მუშაობდა. მრავალი თვის განმავლობაში უნგრული ვიკიპედიის შიგთავსი მცირერიცხოვანი იყო, ამასთანავე იყო პრობლემები ვანდალიზმთან.
უნგრული ვიკიპედია Magyar Wikipédia | |
---|---|
მისამართი: | hu.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | უნგრული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 551 699 |
გვერდების რაოდენობა: | 1 573 555 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 27 653 407 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 578 168 |
აქტიური მომხმარებელი: | 1 351 |
ადმინისტრატორი: | 26 |
სიღრმე: | 60.3 |
ამჟამად უნგრულ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 217 ათასი სტატია. ჰყავს 36 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი უტოლდება დაახლოებით 1900 ადამიანს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უნგრული ვიკიპედია (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედია – მობილური ვერსია (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედიის შესახებ (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედიის შესახებ (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედიის შესახებ (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედიის შესახებ (უნგრული)