ულუმბოს მონასტერი

ულუმბოს (ოლიმპის) მონასტერი — ძველი ქართული სასულიერო და მწიგნობრული კერა მცირე აზიაში, ბითინიაში. საფიქრებელია, რომ ქართველი მოღვაწენი ულუმბოს მონასტერში IX საუკუნის შუა წლებამდეც ცხოვრობდნენ, მკვიდრი საფუძველი კი ქართულ კოლონიას ილარიონ ქართველმა ჩაუყარა 864-869 წწ. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები იოანე მთაწმინდელი, მისი ვაჟი - მცირეწლოვანი ექვთიმე მთაწმინდელი, მიქაელ-ზეკეპე ბერთელი, საბა კუტი (ორივე X საუკუნე), ისაკი (XI საუკუნე) და სხვა.

მომდევნო წლებში ულუმბოს მონასტერში ქართველების ყოფნის შესახებ ცნობებს ჩვენამდე არ მოუწევია. ტიმოთე გაბაშვილი, რომელმაც 1757 წელს იმოგზაურა მცირე აზიაში და ულუმბოს მონასტერიც ინახულა, არაფერს წერს აქ ქართველთა მოღვაწეობის ნაკვალევზე.

ლიტერატურა

რედაქტირება