ულიჩები
ულიჩები — აღმოსავლეთსლავურ ტომთა გაერთიანება. ცხოვრობდნენ ქვედა დნესტრისპირეთში, ბუგისპირეთსა და შავი ზღვის სანაპიროებზე. დამოუკიდებლობისათის ებრძოდნენ კიევის მთავრებს. დაახლ. 940 წელს ულიჩების ქალაქს – პერესეჩენს – ალყა შემოარტყა კიევის ვოევოდა სვენელდმა. X საუკუნის შუა წლებში ულიჩები ძველი რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდნენ და მატიანეებში ამ დროიდან იხსენიებიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 134.