ულაფ დუუნი (ნორვ. Olav Duun; დ. 21 ნოემბერი, 1876 ― გ. 13 სექტემბერი, 1939) ― ნორვეგიელი მწერალი. მიჩნეულია ნორვეგიული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად. 14 წლის მანძილზე 24-ჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე[10] და ერთხელ ლიტერატურაში ნობელის პრემიის მოპოვებამდე 1 ხმა დააკლდა.[11][12]

ულაფ დუუნი
ნორვ. Olav Duun
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1876(1876-11-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი Jøa
გარდაცვალების თარიღი 13 სექტემბერი, 1939(1939-09-13)[9] [3] [4] [5] [2] [6] [7] [8] (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი Holmestrand
საქმიანობა ავტორი[7] , მასწავლებელი და მწერალი
ენა ნიუნორსკი
მოქალაქეობა ნორვეგია
Magnum opus Medmenneske და The People of Juvik
ჯილდოები Gyldendal's Endowment
საიტი olav-duun.no

ადრეული წლები

რედაქტირება

დუუნი კუნძულ იეაზე, იტრე ნამდალის რაიონში დაიბადა, რომელიც ნურ-ტრენდელაგის საგრაფოს ფუსნესის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნებოდა. ნამდვილი სახელი და გვარია ულე იოჰანსენ რააბი. დუუნი რვა დედმამიშვილიდან უფროსი იყო. ბავშვობის პერიოდში ულაფის ოჯახი რამდენიმე ფერმაში ცხოვრობდა, რომელთაგან ბოლო დუუნი იყო. გვარად დუუნი კუნძული დატოვების შემდეგ მიიღო, როცა მასწავლებლობა გადაწყვიტა.

სწავლობდა ტრენდელაგის საჯარო სკოლაში. 1901 წელს სკოლის მასწავლებლის პოზიცია დაიკავა ლევანგერის მუნიციპალიტეტში.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118746367 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Norsk biografisk leksikonKunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 The Fine Art Archive — 2003.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. Дуун Улав // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. Nomination Database. ციტირების თარიღი: 2017-01-23
  11. A History of Norwegian Literature(by Harald Beyer; New York University Press, 1956)[1][მკვდარი ბმული]
  12. Olav Duun (Store norske leksikon)