უკუღმა ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ციცაბო ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

ჩრდილოეთი ფასადი
უკუღმა ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 4,8 მ), ნაგებია ღია ფერის კირქვისა და ქვიშაქვის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვებით. ეკლესია სამხრეთით კლდოვან ფერდობშია შეჭრილი, ამიტომ შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც - „უკუღმა ეკლესია“. შესასვლელი სწორკუთხაა, შიგნიდან არქიტრავით გადახურული. აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ფართო სარკმელია გაჭრილი. მის ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია. შენობა დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ფრაგმენტები შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: