უკრაინული ნაცარა ჯიში

მსხვილი რქოსანი საქონლის უკრაინული ნაცარა ჯიში — სახორცე-სარძეო მიმართულების ჯიში. გამოირჩევა ამტანობით, ფერად ნაცარაა. ადრე იყენებდნენ როგორც მუშა საქონელს. ცოცხალი მასა: კუროსი 800—850 კგ, ფურის 450—550 კგ. ნასუქი ცხოველის ნაკლავის გამოსავალი 63—65%, საშუალო წლიური წველადობა 2500—2700 კგ, რძის ცხიმიანობა 4,2—4,5%. მოშენებულია უკრაინაში. საქართველოში შემოიყვანეს უკრაინიდან გადმოსახლებულმა სექტანტებმა და შეაჯვარეს ადგილობრივ პირუტყვს.

ლიტერატურა

რედაქტირება