უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგა
უკრაინის ყოვლეწლიური ჩემპიონატის უმაღლესი დივიზია
(გადამისამართდა გვერდიდან უკრაინის პრემიერ-ლიგა)
უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგა (უკრ. Українська Прем'єр-ліга) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა უკრაინული კლუბებისთვის. წარმოადგენს უკრაინის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. სეზონი იწყება ივლისში და მთავრდება მაისში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 12 კლუბი. სეზონის ბოლოს, მე-11 და მე-12 ადგილებზე გასულ გუნდებს ანაცვლებს პირველ ლიგაში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები.
ქვეყანა | უკრაინა |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1992 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 16 |
ქვეითდება | პირველი ლიგა |
საშინაო თასები |
უკრაინის თასი უკრაინის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „შახტარი“ დონეცკი (14-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „დინამო“ კიევი (16-ჯერ) |
საიტი | ოფიციალური საიტი |
უკრაინის ჩემპიონატი შეიქმნა 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და მისი ჩემპიონატის გაუქმების შემდეგ. ყველაზე მეტჯერ ქვეყნის ჩემპიონი კიევის „დინამო“ გახდა, რომელმაც 15-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია დონეცკის „შახტარი“.
პრემიერლიგის ჩემპიონები და პრიზიორები
რედაქტირებასტატისტიკა კლუბების მიხედვით
რედაქტირებაკლუბი | ჩემპიონი | მე-2 ადგილი | ჩემპიონობის წლები |
---|---|---|---|
„დინამო“ კიევი | 16 | 12 | 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2003, 2004, 2007, 2009, 2015, 2016, 2021 |
„შახტარი“ დონეცკი | 14 | 13 | 2002, 2005, 2006, 2008, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2018, 2019, 2020, 2023 |
„ტავრია“ | 1 | 0 | 1992 |
„დნიპრო“ დნეპრი | 0 | 2 | |
„ჩერნომორეცი“ ოდესა | 0 | 2 | |
„მეტალისტი“ ხარკივი | 0 | 1 | |
„დნიპრო-1“ დნეპრი | 0 | 1 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Ukraine - List of Champions“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი 2017.