უკრაინის კარპატები
უკრაინის კარპატები (უკრ. Українські Карпати) — ქედი უკრაინაში, აღმოსავლეთი კარპატების ჩრდილოეთი ნაწილი. გადაჭიმულია უმეტესწილად ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, იმიერკარპატებისა და ჩერნოვცის ოლქების ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 280 კმ, სიგანე 100 კმ-ზე მეტი. ფართობი 24 ათ. კმ². სიმაღლე 2061 მ (მთა გოვერლა). გეოლოგიურ აღნაგობაში ჭარბობს ცარცულ-პალეოგენური ასაკის ფლიში; არის იურული კირქვებისა და პალეოზოური კრისტალური ფიქლების გამოსავლები. ნეოგენური ვულკანოგენური წარმონაქმნები წარმოდგენილია ანდეზიტებით, ბაზალტებითა და ტუფებით. ფერდობები დაფარულია შერეული და მუქწიწვოვანი ტყით, ქვედა სარტყელში გვხვდება წიფლის ტყეები. ზედა სარტყელში არსებული მდელოები ზაფხულის საძოვრებად გამოიყენება.
უკრაინის კარპატები | |
---|---|
![]() უკრაინის კარპატები, გოვერლა | |
კოორდინატები: 48°30′00″ ჩ. გ. 24°00′00″ ა. გ. / 48.50000° ჩ. გ. 24.00000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | გოვერლა |
სიმაღლე | 2061 მ |
სიგრძე | 280 კმ |
სიგანე | 100 კმ |
მოიპოვება ნავთობის, აირის, მურა ნახშირის, გოგირდის, ოზოკერიტის, კალიუმის მარილისა და ქვამარალის საბადოები და სხვა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- უკრაინის კარპატები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)