უილიამ ფრედერიკ დენინგი

ბრიტანელი ასტრონომი

უილიამ ფრედერიკ დენინგი (ინგლ. William Frederick Denning; დ. 25 ნოემბერი 1848, რედპოსტი — გ. 9 ივნისი 1931) — ბრიტანელი ასტრონომი.[2][3]

უილიამ ფრედერიკ დენინგი
ინგლ. William Frederick Denning
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1848(1848-11-25)[1]
დაბ. ადგილი რადსტოკი
გარდ. თარიღი 9 ივნისი, 1931(1931-06-09)[1] (82 წლის)
გარდ. ადგილი ბრისტოლი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ასტრონომი
ჯილდოები ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

უილიამ ფრედერიკ დენინგი დაიბადა 1848 წლის 25 ნოემბერს, ინგლისის ერთ-ერთ პატარა სოფელში. პატარა ასაკშივე გამოიჩინა ინტერესი ბუნებისმეტყველებისადმი. 17 წლიდან ასტრონომიით დაინტერესდა. თავისი პირველი რეფრაქტორი შეიძინა 1866 წელს. თავდაპირველად დაკვირვებებს ასრულებდა მზის ლაქებზე, იუპიტერის თანამგზავრებზე და ასევე მერკურის გადაადგილებაზე. დენინგის პირველი პუბლიკაციები გამოიცა 1866 წელს ჟურნალ „Astronomical Register“-ში.

საყურადღებო დაკვირვებებს ატარებდა მეტეორებსა და ახალ პლანეტებზე. 1920 წელს მოახდინა ახალი აღმოჩენა. მან გედის თანავარსკვლავედში დააფიქსირა ახალი ვარსკვლავის სიკაშკაშე. უილიამ დენინგს 1898 წელს მიენიჭა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი. მისი სახელობისაა კრატერი მარსსა და მთვარეზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. „Obituary Notice: Denning, William Frederick“. M.n.r.a.s. 92: 248–250. Feb, 1932. Bibcode:1932MNRAS..92..248. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Addison, Henry Robert; Oakes, Charles Henry; Lawson, William John; Sladen, Douglas Brooke Wheelton (1907). DENNING, William F.. Who's Who,. 59: p. 470.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link) CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)