უილიამ რანდალ კრიმერი

სერ უილიამ რანდალ კრიმერი (ინგლ. Randal Cremer; დ. 18 მარტი, 1828 — გ. 22 ივლისი, 1908), ჩვეულებრივ ცნობილი თავისი მეორე სახელით „რანდალით“, იყო ლიბერალური პარტიის წევრი ინგლისის პარლამენტში, პაციფისტი. მას გადაეცა ნობელის პრემია 1903 წელს, მშვიდობის განმტკიცებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.

უილიამ რანდალ კრიმერი
ინგლ. William Randal Cremer
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1828(1828-03-18)[1]
დაბადების ადგილი ფერემი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 22 ივლისი, 1908(1908-07-22)[1] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[2] [3] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, წმინდა ოლაფის ორდენის რაინდი და რაინდი-ბაკალავრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რანდალ კრიმერი დაიბადა პატარა ქალაქ ფარჰემში, ინგლისში, პორტსმუთთან ახლოს, მუშათა კლასის ოჯახში. მამამისმა მიატოვა ოჯახი ჯერ კიდევ რანდალის ბავშვობისას. დედამისმა, აღზარდა ვაჟი და ორი ქალიშვილი მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა, მან შეძლო ვაჟის სკოლაში გაგზავნაც კი. 15 წლის ასაკში ის მიებარა ბიძას შენობებით ვაჭრობის სასწავლად და საბოლოოდ ჩამოყალიბდა უმაღლესი ხარისხის კონსტრუქტორად. ამ დროის მანძილზე მან განამტკიცა თავისი ფორმალური განათლება უფასო ლექციებზე დასწრებით. ერთხელ მან მოისმინა ლექცია მშვიდობაზე, როდესაც მოსაუბრე სთავაზობდა საერთაშორისო განხილვებში მონაწილეობას, ეს იყო იდეა რომელიც კრიმერს არასოდეს დავიწყებია.

კრიმერი მარტოსული ადამიანი იყო. მისი პირველი ცოლი გარდაიცვალა 1876 წელს, ხოლო მეორე 1884 წელს. შვილები არ ჰყავდა. ცხოვრობდა მარტივად, ბევრს მუშაობდა და განტვირთვას ბუნების წიაღში ჰპოვებდა. ასევე გამორჩეული იყო გულუხვობით.

ნობელის პრემიის ფულადი ჯილდო, რომელიც 1903 წელს მიიღო, შეადგენდა £8,000. მან მაშინვე გადასცა £7,000 ლიგას, რომლის მდივანიც თავად იყო და მოგვიანებით კიდევ გადასცა დარჩენილი £1,000.

გარდაიცვალა პნევმონიით, 1908 წლის 22 ივლისს.

ადრეული წლები

რედაქტირება

კრიმერი გადავიდა ლონდონში 1852 წელს. იქ მისი შესაძლებლობები ადმინისტრაციამ შეამჩნია 1858 წელს, 30 წლის ასაკში, აირჩიეს საბჭოში. მოგვიანებით, ამავე წელს, ის იყო შვიდი ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელმაც შეუქმნა დროებითი სამუშაო 70 000 ადამიანს. ის მონაწილეობდა მშრომელთა საერთაშორისო ასოციაციის ჩამოყალიბებაში, თუმცა უკან დაიხია და მხარი აღარ დაუჭირა, როდესაც ასოციაციის წევრების უმრავლესობამ გამოავლინა რევოლუციური აზროვნება.

კრიმერის შრომა აქტიურად იყო წარმოდგენილი პარლამენტში. 1868 წელს უორუიკის არჩევნებში ის წარმოადგენდა ლიბერალურ პლატფორმას, თუმცა დამარცხდა, ისევე როგორც 1874 წელს. მაგრამ 1885 წელს ის აირჩიეს პარლამენტში, ასევე 1886 და 1892 წლებში. 1895 წლის არჩევნებში კიდევ ერთი მარცხი ხვდა წილად. ხოლო 1900 წელს ხელახლა აირჩიეს და სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა ადგილს.

საერთაშორისო მოღვაწეობა

რედაქტირება

კრიმერმა გამოიყენა საკუთარი ძალაუფლება და პრესტიჟი, როგორც პარლამენტის წევრის და მშრომელთა ლიდერის, რათა მის მისწრაფებას მშვიდობის, როგორც ერთადერთი კეთილშობილური მეთოდის მისაღწევად, უკვალოდ არ ჩაევლო. მშრომელთა კომიტეტი, რომელიც მან ჩამოაყალიბა 1870 წელს, წარმოაჩენდა ინგლისის ნეიტრალიტეტს ფრანგულ-პრუსიული კონფლიქტის პერიოდში. ის გარდაიქმნა მშრომელთა მშვიდობის ასოციაციად 1871 წელს.

1887 წელს, ორი წლის შემდეგ რაც პარლამენტში შევიდა, კრიმერმა 234 ხელმოწერიანი რეზოლუცია გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტსა და კონგრესს, რათა ეიძულებინა მოლაპარაკებების გზით ბრიტანეთის მთავრობასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს მკვეთრი გზა მისცემოდა. ამავე წელს, კრიმერი სათავეში ჩაუდგა ბრიტანულ დელეგაციას, რომელმაც რეზოლუცია წარადგინა პრეზიდენტ კლივლენდის წინაშე.

რეზოლუციამ ფრედერიკ პასის და სხვა ფრანგი დეპუტატების დიდი ინტერესი დაიმსახურა. მათ მიიწვიეს კრიმერი და მისი კოლეგები პარიზში შეხვედრის გასამართად, 1888 წელს. ამ შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბდა საერთაშორისო საპარლამენტო გაერთიანება 2 და მისი პირველი შეხვედრა გაიმართა პარიზში 1889 წელს. შეხვედრას რვა ეროვნების წარმომადგენლები დაესწრნენ. კრიმერი აირჩიეს გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტად და ბრიტანული სექციის მდივნად.

ის ასევე ცნობილია როგორც ფრანგული საპატიო ლეგიონის წევრი (საპატიო ლეგიონის ორდენი, მიენიჭა ასევე წმინდა ოლავის სახელობის ნორვეგიის სამეფო ორდენი, ხოლო 1907 წელს რაინდთა ორდენი.

ჰეგერსტონში დაწყებითი სკოლა, მის პატივსაცემად, რანდალ კრიმერის სახელს ატარებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cremer, William Randal, «Parliamentary and Interparliamentary Experiences», The Independent, 61 (August 30, 1906) 508-513.
  • Davis, Hayne, «Cremer and the Interparliamentary Union», The Independent, 61 (July 19, 1906) 126-131.
  • Dictionary of National Biography: Twentieth Century Supplement, 1901-1911. London, Oxford University Press, 1912.
  • Efremov, Ivan N., «La Conciliation internationale», Recueil des cours, 18 (1927) 1-148. The Hague, Académie de droit international. The history of arbitration during the Cremer period is covered in pp. 5-62.
  • Evans, Howard, Sir Randal Cremer: His Life and Work. London, T. Fisher Unwin, 1909.
  • Ralston, Jackson H., International Arbitration: From Athens to Locarno. Stanford, Stanford University Press, 1929.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება