უილიამ მარსი
უილიამ მარსი (ინგლ. William Marcy; დ. 12 დეკემბერი, 1786 — გ. 4 ივლისი, 1857) — ამერიკელი იურისტი, პოლიტიკოსი და მოსამართლე. სხვადასხვა დროს ეკავა აშშ-ის სენატორის, ნიუ-იორკის გუბერნატორის, აშშ-ის ომის მდივნისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობა. მონაწილეობდა გედსდენის შესყიდვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.
უილიამ მარსი | |
---|---|
ინგლ. William L. Marcy | |
დაბადების თარიღი | 12 დეკემბერი, 1786[1] [2] |
დაბადების ადგილი | Southbridge |
გარდაცვალების თარიღი | 4 ივლისი, 1857[1] [2] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Ballston Spa |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ბრაუნის უნივერსიტეტი |
დაიბადა საუსბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში. ბრაუნის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იურიდიული პრაქტიკა ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქში, ტროაში დაიწყო. მსახურობდა 1812 წლის ინგლის-ამერიკის ომში, როგორც პირველი ლეიტენანტი და კაპიტანი. თავდაპირველად იყო დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიის ფრაქცია Bucktail-ის წევრი,[3]1820-იან წლებში დემოკრატ-რესპუბლიკელების დაშლის შემდეგ გახდა დემოკრატიული პარტიის წევრი. 1821-დან 1831 წლამდე ეკავა ნიუ-იორკის გენერალ-ადიუტანტის, ნიუ-იორკის შტატის კონტროლიორის და ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა. გუბერნატორობამდე, 1831 წლიდან 1833 წლამდე არჩეულ იქნა აშშ-ის სენატში. ნიუ-იორკის გუბერნატორის თანამდებობა სამჯერ ეკავა, თუმცა 1818 წელს ეს პოზიცია ვიგების პარტიის კანდიდატმა, უილიამ სიუარდმა დაიკავა.
1845 წლიდან-1849 წლამდე ეკავა ომის მდივნის თანამდებობა, [3] მეთვალყურეობდა ამერიკა-მექსიკის ომს. 1853 წელს ფრანკლინ პირსის პრეზიდენტობისას, იყო სახელმწიფო მდივანი. თანამდებობის დატოვებიდან მალევე, 1857 წელს გარდაიცვალა.
წყაროები
რედაქტირება- William Learned Marcy. United States Army Center of Military History. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 13, 2016. ციტირების თარიღი: October 27, 2016
- Marcy, William Learned. Lawrence Kestenbaum. ციტირების თარიღი: October 27, 2016
- Descendants of Benjamin Knower of Roxbury. rootsweb. ციტირების თარიღი: October 27, 2016
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Chisholm 1911.