უილიამ ბაფინი
უილიამ ბაფინი (ინგლ. William Baffin; დ. 1584 — გ. 23 იანვარი, 1622, ორმუზი) — ინგლისელი პოლარელი მკვლევარი. 1612–1616 წლებში მონაწილეობდა ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის ძებნაში, 1615 წელს გამოიკვლია ჰუდსონის ყურე, 1616 — გრენლანდიის დასავლეთით მდებარე ზღვა (დაერქვა მისი სახელი). აღმოაჩინა ჰეისის ნახევარკუნძული (გრენლანდია). ელზმირისა და დევონის კუნძულების დიდი ნაწილი (კანადის არქტიკული არქიპელაგი). ბაფინის სახელი ეწოდა კანადის არქტიკული არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 235.