უიარაღოს ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 1920-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ძმობის ქუჩა (დასაწყისი) და აგარაკის ქუჩა. 1958 წელს უიარაღოს სახელი ეწოდა.[1] 2015 წლამდე მოიცავდა ახლანდელ მიხეილ კეკელიძის ქუჩას და მის გასასვლელსაც.[2] აქვს 2 გასასვლელი.

უიარაღოს ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები ძმობის ქუჩა (დასაწყისი), აგარაკის ქუჩა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 171, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, უიარაღო ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის კალათბურთის დამსახურებული მწვრთნელი მიხეილ კეკელიძის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (30 ოქტომბერი, 2015). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024