უიანდინა
უიანდინა[1] (რუს. Уяндина) — მდინარე რუსეთში, იაკუტიაში (სახაში); მდ. ინდიგირკის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 586 კმ, აუზის ფართობი 177 ათ. კმ². წარმოიქმნება მდინარეების ირგიჩიანისა და ბაკის შეერთებით. ძირითადად მიედინება აბიის დაბლობზე, სადაც ძლიერაა დაკლაკნილი, არის მრავალი ტბა. იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა ივნისიდან სექტემბრის დასაწყისამდეა. იყინება ოქტომბერში, ლღვება მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში. ზამთრის ბოლოს მთლიანად იყინება; დამახასიათებელია მინაყინები.[2]
უიანდინა რუს. Уяндина | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | სახა (იაკუტია) |
სათავე |
ირგიჩიანისა და ბაკის შეერთება 69°18′15″ ჩ. გ. 140°54′25″ ა. გ. / 69.30417° ჩ. გ. 140.90694° ა. გ. |
შესართავი |
ინდიგირკა 69°24′15″ ჩ. გ. 145°49′56″ ა. გ. / 69.40417° ჩ. გ. 145.83222° ა. გ. |
სიგრძე | 586 კმ |
აუზის ფართობი | 177 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | ინდიგირკა → აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა |
— სათავე, — შესართავი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 209.
- ↑ Уяндина // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 27 — М., 1977.