უზნარიანი
უზნარიანი — ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 1707-1709 წლებში შედგენილი სიგელის მიხედვით, მტრისგან აოხრებული უზნარიანი მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა და კარწახის ნათლისმცემლის ეკლესიას შესწირა. 1719 წელს გლეხები ამხედრდნენ მონასტრის წინააღმდეგ და მეფე ბაქარი იძულებული გახდა ისინი ძალით დაემორჩილებინა.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 114.
- ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 1-2, ტფ., 1935
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2016 [1906]. — გვ. 7, ISBN 978-9941-13-503 Invalid ISBN.