უზბეკეთის დროშა
უზბეკეთის დროშა — ჰიმნთან და გერბთან ერთად წარმოადგენს უზბეკეთის რესპუბლიკის ოფიციალურ სახელმწიფო სიმბოლოს. დროშა ოფიციალურად მიიღეს 1991 წლის 18 ნოემბერს.
უზბეკეთის დროშა | |
---|---|
მიღებულია | 18 ნოემბერი, 1991 |
პროპორცია | 1:2 |
წინა დროშები | |
უზბეკეთის შეიარაღებული ძალების დროშა | |
პროპორცია | 1:2 |
უზბეკეთის სსრ-ის დროშა |
ისტორია
რედაქტირებასაბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში უზბეკეთის სსრ-ის ოფიციალური დროშა იყო სსრკ-ის დროშის საფუძველზე შექმნილი და იგი მოქმედებდა 1952 წლის 29 აგვისტოდან 1991 წლის 31 აგვისტომდე[1] .
უზბეკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 1 სექტემბერს, სსრკ-ის დაშლამდე სამი თვით ადრე[2] . აღნიშნული დროშა იყო უზბეკეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლო 1991 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრამდე. დამოუკიდებელი უზბეკეთის დროშა მიიღეს 1991 წლის 18 ნოემბერს[1][3][4]. უზბეკეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა შუა აზიაში, რომელმაც მიიღო ახალი დროშა[5].
აღწერა
რედაქტირებაუზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება სამი ჰორიზონტალური: ცისფერი, თეთრი და მწვანე ზოლისაგან.
დროშის სიგრძეა 250 სმ, ხოლო სიგანე — 125 სმ. ცისფერი, თეთრი და მწვანე ზოლი ერთმანეთის ტოლია. თითოეული ველის სიგანე 40 სმ-ია, ხოლო მათ შორის მდებარე ორი წითელი ზოლის სიგანე — 2,5 სმ.
დროშის ზედა ცისფერ ზოლზე, ორივე მხარეს, დროშის ტართან გამოსახულია ნახევრამთვარე და სამ რიგად გაწყობილი თორმეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავი.
უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის სიმბოლიკა აგრძელებს სახელმწიფოს ტრადიციებს. დროშაზე ცისფერი ფერი აღნიშნავს ცას და სუფთა წყალს, ლაჟვარდოვანი ფერი აღმოსავლეთში საკმაოდ მიღებულია, რადგან ოდესღაც იგი თავისი დროშის ფერად აირჩია თემურლენგმა.
თეთრი ფერი აღნიშნავს მშვიდობასა და სიწმინდეს. ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისი ჩამოყალიბებისა და განვითარების გზაზე მრავალ დაბრკოლებას და უღელტეხილებს გაივლის. თეთრი ფერი დროშაზე აღნიშნავს იმედს, რწმენას იმისას, რომ ეს გზა იქნება წმინდა და ნათელი.
მწვანე ფერი ასოცირდება ნაყოფიერ ბუნებასთან. თანამედროვე მსოფლიოში იზრდება გარემოს დაცვითი მოძრაობები, რომელთა სიმბოლიკაც ასევე მწვანე ფერისაა.
ნახევარმთვარე აღნიშნავს უზბეკი ხალხის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ტრადიციებს. ნახევარმთვარე და ვარსკვლავები უღრუბლი ცის სიმბოლოა.
უზბეკეთის დროშაზე გამოსახულია 12 ვარსკვლავი. რიცხვი 12 აღნიშნავს 12 ვარსკვლავიან ღამეს. ზოგჯერ ასევე ფიქრობენ, რომ რიცხვი 12 ასოცირდება სრულყოფასთან (მუსულმანური ტრადიციის მიხედვით 12 წლის ბიჭი ხდება მამაკაცი) და 12 რეგიონთან. თუმცა ეს ვარაუდი მთლად გამართლებული არაა, ოფიციალურად ითვლება რომ 12 ვარსკვლავი ესაა 12 ვარსკვლავიანი ღამე.
სახელმწიფო დროშა არის წარსულის, თანამედროვეობისა და მომავლის სიმბოლო.
სახელმწიფო დროშა გამოიყენება უზბეკეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტების დროს და ასევე უზბეკეთში საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურების სტუმრობის დროს.
სახელმწიფო დროშა აღმართულია პრეზიდენტის სასახლის სახურავზე, ასევე უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის სახურავზე. დროშა ასევა გამოიყენება სპორტსმენების მიერ სხვადასხვა სპორტული თამაშების დროს და კვარცხლბეკზე მათი ასვლის პერიოდში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Smith, Whitney. „Uzbekistan, flag of“. Encyclopedia Britannica. Encyclopedia Britannica, Inc. ციტირების თარიღი: May 18, 2014. (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ Uzbekistan. The World Factbook. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 9, 2016. ციტირების თარიღი: May 18, 2014.
- ↑ Azizov, D. (November 18, 2010). „Brief: Uzbekistan celebrates Flag Day“. Baku, Azerbaijan: Trend News Agency. ციტირების თარიღი: May 18, 2014. (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ McCray, Thomas R.; Gritzner, Charles F. (January 1, 2009) Uzbekistan. Infobase Publishing, გვ. 96. ციტირების თარიღი: May 18, 2014.
- ↑ Kindersley, Dorling (November 3, 2008). Complete Flags of the World. Dorling Kindersley Ltd., გვ. 191. ციტირების თარიღი: May 18, 2014.