უდაბნოს ხელი (ესპ. Mano del Desierto) – ხელის ფორმის სკულპტურა ატაკამის უდაბნოში, (ჩილე), მდებარეობს ქალაქ ანტოფაგასტიდან სამხრეთით 75 კილომეტრზე პანამერიკული გზატკეცილის გვერდით.

უდაბნოს ხელი

ქანდაკება ააგო ჩილელმა მოქანდაკემ მარიო ირასაბალმა, ზღვის დონიდან 1 100 მეტრ სიმაღლეზე. გაიხსნა 1992 წლის 28 მარტს. აგებულია რკინისა და ცემენტისაგან. ქანდაკების სიმაღლეა 11 მეტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: